აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვენესუელაზე დარტყმების დაწყების გადაწყვეტილების განხილვისას ვენესუელის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროსთან პირდაპირ საუბარს გამართავს.
ჟურნალისტის კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა აშშ-ის ჯარების ვენესუელაში გაგზავნას, ტრამპმა განაცხადა, რომ ვენესუელასთან დაკავშირებით არაფერს გამორიცხავს.
„არაფერს გამოვრიცხავ. დიახ, ალბათ, მას დაველაპარაკები. მან ჩვენს ქვეყანას უზარმაზარი ზიანი მიაყენა, ძირითადად ნარკოტიკების გამო. ის შეერთებული შტატებისთვის კარგი არ ყოფილა. ასე რომ, ვნახოთ, რა მოხდება. გარკვეული პერიოდის შემდეგ მე მას დაველაპარაკები“, – განაცხადა ტრამპმა.
Facebook Comments Box











