ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ საქართველოს პროკურატურა, ირაკლი ღარიბაშვილის უფლებების შესაძლო დარღვევის ფაქტზე გამოძიების დაწყების მოთხოვნის შესახებ, განცხადებას ავრცელებს. დღეს 0 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი4°C
  • ბათუმი12°C
  • ქუთაისი11°C
  • რუსთავი7°C
  • ზუგდიდი10°C
  • თელავი4°C
  • გორი7°C
  • ახალციხე4°C
  • ოზურგეთი13°C
  • ამბროლაური5°C
  • მესტია−6°C
  • ფოთი12°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 17 ნოემბერი
  • USD2.5931−0.0003
  • EUR2.8547−0.0102
  • GBP3.4208−0.0079
  • TRY0.0515
  • 100 RUB3.1399−0.0141
  • AZN1.5254−0.0004
  • 1000 AMD7.1935−0.0012
  • 10 UAH0.5703−0.0005
ამბავისაზოგადოება115 ნახვა

„ხალხის ძალის“ და ჯანდაცვის კომიტეტის ინიციატივით პარლამენტში ახალგაზრდებთან დემოგრაფიულ საკითხებზე დისკუსია გაიმართა

„ხალხის ძალის“ და ჯანდაცვის კომიტეტის ინიციატივით პარლამენტში ახალგაზრდებთან დემოგრაფიულ საკითხებზე დისკუსია გაიმართა

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის და საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ ინიციატივით, პარლამენტის სტაჟიორებთან გაიმართა შეხვედრა თემაზე – “დემოგრაფიული პოლიტიკა საქართველოში“.

შეხვედრაში საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი მონაწილეობდნენ.

სტაჟიორებთან პარლამენტის წევრებმა განიხილეს დემოგრაფიასთან დაკავშირებული ისეთი მნიშვნელოვანი თემები, რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოებაზე ახდენს გავლენას. მაგალითად, ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებაზე ისეთი ფაქტორების გავლენა, როგორიც არის დაბალი შობადობა, ემიგრაციის მაღალი დონე და ერის დაბერება; ასევე, რამდენად განსაზღვრავს ეროვნული უსაფრთხოების კონტურებს დემოგრაფიული საკითხის მიმართ სახელმწიფოს სწორი პოლიტიკა; აქვს თუ არა გავლენა საზოგადოების ღირებულებებისა და კულტურის ცვლილებებს დემოგრაფიული რისკების შემცირებაზე და სხვა. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ ახალგაზრდების აზრი და როლი მნიშვნელოვანია ქვეყნის დემოგრაფიული პოლიტიკის განსაზღვრაში.