ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ საქართველოს პროკურატურა, ირაკლი ღარიბაშვილის უფლებების შესაძლო დარღვევის ფაქტზე გამოძიების დაწყების მოთხოვნის შესახებ, განცხადებას ავრცელებს. დღეს 16 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი7°C
  • ბათუმი12°C
  • ქუთაისი7°C
  • რუსთავი9°C
  • ზუგდიდი7°C
  • თელავი4°C
  • გორი7°C
  • ახალციხე4°C
  • ოზურგეთი8°C
  • ამბროლაური4°C
  • მესტია−9°C
  • ფოთი10°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 17 ნოემბერი
  • USD2.5931−0.0003
  • EUR2.8547−0.0102
  • GBP3.4208−0.0079
  • TRY0.0515
  • 100 RUB3.1399−0.0141
  • AZN1.5254−0.0004
  • 1000 AMD7.1935−0.0012
  • 10 UAH0.5703−0.0005
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ16 ᲜᲝᲔᲛᲑᲔᲠᲘ18:43
თამთა მეგრელიშვილი

განცხადება · 130 ნახვა

„პრემიერ-მინისტრის მიერ ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საბჭოს თავმჯდომარის, ნათია თურნავას მიმართ ინფლაციური პროცესების სწორად მართვის, ლარის კურსის სიმყარისა და სავალუტო რეზერვების ზრდის გამო გამოხატული მადლიერება დარგის პროფესიონალებში კითხვის ნიშნებს არ იწვევს“

ზურა გირჩი ჯაფარიძის განცხადებას იმის შესახებ, რომ ლარის კურსი საეროვნული ბანკის საქმე არ არის, სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ეროვნული ბანკის პოლიტიკა პირდაპირ აისახება ეროვნული ვალუტის სიმყარეზე, ხოლო ინფლაციური პროცესების მართვა და სავალუტო რეზერვების ზრდა ცენტრალური ბანკის საქმიანობის მნიშვნელოვანი მიმართულებებია.

მისივე შეფასებით, იმ ადამიანებს, რომლებსაც პოლიტიკოსობის ამბიცია აქვთ, თუმცა თავად ქვეყნის პრემიერ-მინისტრობას ერთი დღითაც ვერ გაბედავდნენ, ამგვარი შინაარსის გზავნილების წერა უწევთ, რადგან მიღებული დავალების აბსურდულობა და მათი უვიცობის ხარისხი სრულ თანხვედრაშია და ეს მათ დისკომფორტის ნაცვლად კომფორტს უქმნით.

„„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანული კანონის მე-3 მუხლის მიხედვით, ეროვნული ბანკის ძირითადი ამოცანა ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფაა, რაც პირდაპირ უკავშირდება ეროვნული ვალუტის მსყიდველობითი უნარის დაცვასა და ქვეყანაში მაკროეკონომიკური სტაბილურობის შექმნას.

სებ-ის პოლიტიკა პირდაპირ აისახება ეროვნული ვალუტის სიმყარეზე - როდესაც ინფლაცია დაბალია და მაკროეკონომიკური გარემო სტაბილურია, ეს ლარის გამყარებას უწყობს ხელს.

ეროვნული ბანკი ახორციელებს ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკას და მართავს საერთაშორისო რეზერვებს. რეფინანსირების განაკვეთის სწორი მართვითა და რეზერვების შევსებით ცენტრალური ბანკი ამცირებს სავალუტო რყევებს და ზრდის ნდობას ლარის მიმართ.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის მიერ ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საბჭოს თავმჯდომარის, ნათია თურნავას მიმართ ინფლაციური პროცესების სწორად მართვის, ლარის კურსის სიმყარისა და სავალუტო რეზერვების ზრდის გამო გამოხატული მადლიერება დარგის პროფესიონალებში კითხვის ნიშნებს არ იწვევს.

იმ ადამიანებს კი, რომლებსაც პოლიტიკოსობის ამბიცია აქვთ, თუმცა თავად ქვეყნის პრემიერ-მინისტრობას ერთი დღითაც ვერ გაბედავდნენ, ამგვარი შინაარსის გზავნილების წერა უწევთ, რადგან მიღებული დავალების აბსურდულობა და მათი უვიცობის ხარისხი სრულ თანხვედრაშია და ეს მათ დისკომფორტის ნაცვლად კომფორტს უქმნით.“ - წერს მეგრელიშვილი.

თამთა მეგრელიშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. თამთა მეგრელიშვილი„მიტროპოლიტ იობის მიერ ქადაგებისას გაკეთებული პოლიტიკური მოწოდებები მის პარტიულ პოზიციას რელიგიურ ვალდებულებად წარმოაჩენს, რაც თავად ეკლესიის ავტორიტეტს აზიანებს და ეს დაუშვებელია“
  2. თამთა მეგრელიშვილი„ოპოზიციისა და მათთან დაკავშირებული მედიის კოორდინირებული დუმილი ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ქვეყნის ნებისმიერი წინსვლა ამ ძალებში გაღიზიანებას იწვევს, რადგან ის მათ მიერ საზოგადოებისთვის თავსმოხვეულ ნეგატიურ პოლიტიკურ სცენარში არ ჯდება“
  3. თამთა მეგრელიშვილი„ბიძინა ივანიშვილის დადანაშაულება ბიუჯეტის ხარჯზე გამდიდრებაში უბრალოდ უკიდურესი უტიფრობაა და კიდევ ერთხელ ამხელს კოლექტიური ,,ნიკა გვარამიების” პოლიტიკურ და ადამიანურ სიბეცეს“
  4. თამთა მეგრელიშვილი„აფრასიძეების საქმე არის დოკუმენტურად დადასტურებული ფაქტი იმისა, თუ როგორ შეეძლო იმდროინდელ სახელმწიფო მანქანას სასამართლოსა და გამოძიების გარეშე, სამხედრო ვერტმფრენებითა და ასეულობით სპეცრაზმელით თავს დასხმოდა საკუთარ მოქალაქეებს“