ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲐᲮᲚᲐᲮᲐᲜ თამუნა გიორგაძე„მე ვწყვეტ შაბათის მარშში მონაწილეობას. არ მინდა მარშთან და მის გადაწყვეტილებებთან ასოცირება“ დღეს 11 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი7°C
  • ბათუმი12°C
  • ქუთაისი10°C
  • რუსთავი10°C
  • ზუგდიდი9°C
  • თელავი5°C
  • გორი8°C
  • ახალციხე6°C
  • ოზურგეთი10°C
  • ამბროლაური6°C
  • მესტია−4°C
  • ფოთი12°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 17 ნოემბერი
  • USD2.5931−0.0003
  • EUR2.8547−0.0102
  • GBP3.4208−0.0079
  • TRY0.0515
  • 100 RUB3.1399−0.0141
  • AZN1.5254−0.0004
  • 1000 AMD7.1935−0.0012
  • 10 UAH0.5703−0.0005
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ16 ᲜᲝᲔᲛᲑᲔᲠᲘ17:56
თამუნა გიორგაძე

ოპოზიციის აქტივისტი

განცხადება · 122 ნახვა

თამუნა გიორგაძე

„მე ვწყვეტ შაბათის მარშში მონაწილეობას. არ მინდა მარშთან და მის გადაწყვეტილებებთან ასოცირება“

ოპოზიციის აქტივისტი თამუნა გიორგაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ შაბათის მარშში მონაწილეობას წყვეტს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

„არ ვიცი ვის გაინტერესებთ, არც ის ვიცი საერთოდ ვინმეს გაინტერესებთ თუ არა, მაგრამ ჩემი გადაწყვეტილების თაობაზე დავწერ ინფორმაციის სახით. მე ვწყვეტ შაბათის მარშში მონაწილეობას. გთხოვთ, პირადად ჩემი, ერთი ადამიანის სახელი, ნუ იქნება აფილირებული მაგ, უკვე ფაქტობრივად სტრუქტურული ერთეულის გადაწყვეტილებებსა და ქმედებებთან. მადლობა“,-აღნიშნავს გიორგაძე.

მისმა ამ გადაწყვეტილებამ აქტივისტებში გაურკვევლობა და დაბნეულობა გამოიწვია. ერთ-ერთი აქტივისტის დასმულ კითხვაზე, -„მტერს რატომ ეძებთ იქ სადაც არ არის?!“ და იმის შესახებ, თუ რას აძლევს პოსტით ამის დემონსტრირება, გიორგაძე პასუხობს, რომ არ სურს მარშთან ასოცირება, ხოლო ამის აფიშირება გამჭვირვალობას აძლევს.

„არ მინდა მარშთან (საბჭოსთან) და მის გადაწყვეტილებებთან ასოცირება. მაქვს ამის უფლება. საჯაროა საბჭოს გადაწყვეტილება რომელიც მარშის წევრების სახელით კეთდება. ამ მარშის წევრებს რატომ არ აქვთ საჯაროდ გამიჯვნის უფლება? გამჭვირვალობას მაძლევს (რაც არ აქვს საბჭოს, თუმცა ფონს კარგად ქმნის, რომ აქვს) და ყველაფრისთვის თავისი სახელის დარქმევას მაძლევს“,- წერს გიორგაძე.

გიორგაძის მსგავსად, მსგავსი სურვილი რამდენიმე აქტივისტმაც გამოთქვა, მათ შორის, ია მელითაური წერს: „მეც აღარ დავდივარ კაი ხანია“.