პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი: TBC ბანკი ფულს დებს აკაცუკების ანუ კოლექტიური დიხამინჯიების პოპულარიზაციაში და პოზიტიურად წარმოჩენაში – რატომ აკეთებს ამას ბანკი, რომელიც ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტ მოგებას იღებს? ყველაზე გასაგებად აღნიშნულ კითხვას, TBC-ის მეწილეებში ხაზარაძე-ჯაფარიძის გვერდით, ოლიგარქიული ოჯახების საკუთრებაში არსებული BlackRock-ის გამოჩენა პასუხობს



TBC ბანკმა, 2024 წელს, ჩვენს პატარა საქართველოში, როგორც ბანკის დამფუძნებელი ხანდაზმული თაღლითები აცხადებენ, “გაჩერებული ეკონომიკის” პირობებში – 1.206 მლრდ ლარის ოდენობის წმინდა მოგება მიიღო!!! პარალელურად, აღნიშნული ბანკი ღიად იყო ჩართული ანტისახელმწიფოებრივ პროცესებში. აფინანსებდა დესტრუქციული, ძალადობრივი აქციების ჩატარებას, რომელთა მიზანსაც იმ ხელისუფლების დამხობა წარმოადგენდა, – ამის შესახებ “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” აღმასრულებელი მდივანი, ვატო შაქარიშვილი, სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, ბანკი ფულს დებს “აკაცუკების ანუ კოლექტიური დიხამინჯიების” პოპულარიზაციაში და ასეთი ადამიანების პოზიტიურად წარმოჩენაში, იმისათვის, რომ როდესაც საჭირო დროს პატრონები დესტრუქციულ-რევოლუციურ ავანსცენაზე გამოიყვანენ, გარკვეული საზოგადოებრივი კაპიტალი გააჩნდეთ.

შაქარიშვილის განმარტებით, კითხვას, თუ რატომ აკეთებს ამ ყველაფერს ბანკი, რომელიც ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტ მოგებას იღებს, ყველაზე გასაგებად პასუხობს TBC-ის მეწილეებში ოლიგარქიული ოჯახების საკუთრებაში არსებული ამერიკული გიგანტი კორპორაციის – BlackRock-ის გამოჩენა.

“TBC ბანკმა, 2024 წელს, ჩვენს პატარა საქართველოში, როგორც ბანკის დამფუძნებელი ხანდაზმული თაღლითები აცხადებენ, “გაჩერებული ეკონომიკის” პირობებში – 1.206 მლრდ ლარის ოდენობის წმინდა მოგება მიიღო!!! 

პარალელურად, აღნიშნული ბანკი ღიად იყო ჩართული ანტისახელმწიფოებრივ პროცესებში. აფინანსებდა დესტრუქციული, ძალადობრივი აქციების ჩატარებას, რომელთა მიზანსაც იმ ხელისუფლების დამხობა წარმოადგენდა, რომლის მმართველობის დროსაც მილიარდობით მოგებას იღებს ყოველწლიურად. არ არსებობს სახელისუფლებო რეკეტი, კრედიტ-ოფიცრები არ შეჰყავთ ციხეებში ნაწამებ პატიმრებთან სასესხო ხელშეკრულების გასაფორმებლად და ხელისუფლება არ იყენებს საფინანსო ინსტიტუტებს სასურველი ბიზნესის მისატაცებლად, არის მშვიდობა, თავისუფალი ბიზნესგარემო, მაგრამ TBC ბანკი მაინც მონაწილეობს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების დამხობის მცდელობაში! 2024 წლის დეკემბერში, მეორე უმსხვილეს ბანკთან ერთად TBC-მ 5 მილიონი გამოყო რევოლუციური პროცესების მონაწილეებისთვის. ასევე, აქტიურად უზრუნველყოფდა აქციებს სხვადასხვა საშუალებებით(გვახსოვს TBC-ის ბრენდირებული საწვიმრები და ა.შ.).
ახლა კი, ფულს დებს აკაცუკების ანუ კოლექტიური დიხამინჯიების პოპულარიზაციაში და ასეთი ადამიანების პოზიტიურად წარმოჩენაში, იმისათვის, რომ როდესაც საჭირო დროს პატრონები დესტრუქციულ-რევოლუციურ ავანსცენაზე გამოიყვანენ, მათ გააჩნდეთ გარკვეული საზოგადოებრივი კაპიტალი. 

ჩნდება კითხვა: რატომ აკეთებს ამ ყველაფერს ბანკი, რომელიც ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტ მოგებას იღებს? გარდა იმისა, რომ, როგორც ჩანს ენატრებათ გლდანის ციხეში ნაწამებ პატიმრებთან კრედიტების გაფორმება, ყველაზე გასაგებად, აღნიშნულ კითხვას, TBC-ის მეწილეებში ხაზარაძე-ჯაფარიძის გვერდით, ოლიგარქიული ოჯახების საკუთრებაში არსებული, ამერიკული გიგანტი კორპორაციის – BlackRock-ის გამოჩენა პასუხობს.” – წერს ვატო შაქარიშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა