“ლიბერალური ინტერნაციონალის ხელწერა ასეთია: შესაძლოა პარტია (ამ შემთხვევაში ალის ვაიდელის AfD) რეიტინგით ან არჩევნების შედეგებით უსწრებდეს სხვებს, მაგრამ ბრიუსელიდან მართული პარტიები ერთიანობაში მასზე მეტ პროცენტს აგროვებენ”, – წერს “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” პოლიტიკური მდივანი, ბიძინა გიორგობიანი და “ალტერნატივა გერმანიისთვის” (AfD) წევრის, დირკ ბრანდესის მიერ გამოქვეყნებულ პარტიების რეიტინგს აზიარებს, რომლის მიხედვითაც AfD პირველ ადგილზეა.
გიორგობიანის განმარტებით, დიაგრამაზე “უმცირესობათა მთავრობების” სისტემა ჩანს, ამავე სქემის დანერგვა სურდათ საქართველოშიც, 2024 წლის არჩევნებზე, როდესაც “ნაციონალური მოძრაობა” ოთხ ნაწილად წარმოადგინეს არჩევნებზე, მაგრამ შედეგს ვერ მიაღწიეს.
“მოცემულ დიაგრამაზე კარგად ჩანს “უმცირესობათა მთავრობების” სისტემა, რომელიც შექმნილია გერმანიასა და EU ქვეყნებში. ლიბერალური ინტერნაციონალის ხელწერა ასეთია: შესაძლოა პარტია (ამ შემთხვევაში ალის ვაიდელის AfD) რეიტინგით ან არჩევნების შედეგებით უსწრებდეს სხვებს, მაგრამ ბრიუსელიდან მართული პარტიები ერთიანობაში მასზე მეტ პროცენტს აგროვებენ. იგივე სქემის დანერგვა სურდათ ჩვენთან 2024 წლის არჩევნებზე, როდესაც ნაციონალური მოძრაობა 4 ნაწილად წარმოადგინეს არჩევნებზე, მაგრამ შედეგს ვერ მიაღწიეს. ასე მართავს მარიონეტული პარტიების მეშვეობით ბრიუსელის ბიუროკრატია საკუთარ პროვინციებს”, – წერს ბიძინა გიორგობიანი სოციალურ ქსელში.











