ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ საქართველოს პროკურატურა, ირაკლი ღარიბაშვილის უფლებების შესაძლო დარღვევის ფაქტზე გამოძიების დაწყების მოთხოვნის შესახებ, განცხადებას ავრცელებს. დღეს 0 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი4°C
  • ბათუმი12°C
  • ქუთაისი11°C
  • რუსთავი7°C
  • ზუგდიდი10°C
  • თელავი4°C
  • გორი7°C
  • ახალციხე4°C
  • ოზურგეთი13°C
  • ამბროლაური5°C
  • მესტია−6°C
  • ფოთი12°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 17 ნოემბერი
  • USD2.5931−0.0003
  • EUR2.8547−0.0102
  • GBP3.4208−0.0079
  • TRY0.0515
  • 100 RUB3.1399−0.0141
  • AZN1.5254−0.0004
  • 1000 AMD7.1935−0.0012
  • 10 UAH0.5703−0.0005
ამბავისაზოგადოება81 ნახვა

თამარ ჩიბურდანიძემ ახალგაზრდული პროექტი მე, ოჯახი, სახელმწიფო” ხაშურში წარადგინა

თამარ ჩიბურდანიძემ ახალგაზრდული პროექტი მე, ოჯახი, სახელმწიფო” ხაშურში წარადგინა

სახელმწიფოს ეროვნულ პოლიტიკაზე, ოჯახური ღირებულებების დაცვაზე და თანამედროვე გეოპოლიტიკურ პროცესებში ჩვენი ქვეყნის იდენტობის შენარჩუნებაზე ისაუბრა საქართველოს პარლამენტში პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ ახალგაზრდული პროექტის “მე, ოჯახი, სახელმწიფო” პრეზენტაციაზე, რომელიც ხაშურში გაიმართა.

დეპუტატმა ახალგაზრდებს გააცნო სტატისტიკური მონაცემები და ასევე ქვეყნის განვითარებაში მათ როლზე და დემოგრაფიულ პროცესებზე ესაუბრა. ახალგაზრდული პროექტი „მე, ოჯახი, სახელმწიფო” თამარ ჩიბურდანიძემ დღეს ხაშურის ახალგაზრდობას გააცნო.

ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. შეხვედრაზე თამარ ჩიბურდანიძემ აღნიშნა, რომ პროექტში, მთელი საქართველოს მასშტაბით ჩაერთო 23 უნივერსიტეტი, რამდენიმე პროფესიული კოლეჯები, ახალგაზრდული ცენტრები და დიასპორული ორგანიზაციები.

ხაშურში შეხვედრის შემდეგ ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრების ეტაპი სრულდება და ისინი დამოუკიდებლად იწყებენ კონკურსისთვის თემატურ მუშაობას. პროექტის დასკვნითი ღონისძიება გაიმართება თბილისში 20 თებერვალს, სადაც გამოვლინდებიან გამარჯვებულები. პროექტი ხორციელდება ახალგაზრდობის სააგენტოს საგრანტო კონკურსის “ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერება”, ფარგლებში და ქალაქ თბილისის მერიის თანადაფინანსებით