პოლიტიკა

თამარ ჩერგოლეიშვილი – ახალაიას ცოლი 4 ოქტომბრის „მშვიდობიან დამხობაზე“ ორი თვე კამპანიას ეწეოდა, ვინც კრიტიკულ აზრს გამოხატავდა, თავს ესხმოდა საჯაროდ, „ხელნაწერები არ იწვის“

ახალაიას ცოლი ორი თვე 4 ოქტომბრის „მშვიდობიან დამხობაზე“ კამპანიას ეწეოდა – საჯაროდ. ვინც კრიტიკულ აზრს გამოხატავდა, თავს ესხმოდა საჯაროდ, – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ჩერგოლეიშვილი წერს, „60 კაცია ციხეში სააკაშვილის უპასუხისმგებლო ავანტიურის გამო“.

„ჩერგოლეიშვილიო – ნაცები ხავიან ახალაიას დაჭერაზე (იხავლეთ, ჯანში მიმდის). მეგობრებო, ახალაია კი არა, 60 კაცია ციხეში სააკაშვილის უპასუხისმგებლო ავანტიურის გამო. ვინც ვამტკიცებდით, რომ აფერაა მთელი ეს „დამხობა“, არანაირი საფუძველი არ აქვს და მხოლოდ დემოკრატიული ოპოზიციის დისკრედიტაციისთვისაა მოგონილი – ქოცებთან შეკრულებს გვიწოდებდით და ჩვენს დისკრედიტაციას ეწეოდით. სააკაშვილ/ხაზარაძის ტელეკლოაკებზე დაბლოკილი იყო დისკუსიაც და ის სპიკერებიც, ვინც ოთხი ოქტომბრის ფარსს საფრთხედ და უდიდეს ზიანად ვთვლიდით. ახალაიას ცოლი ორი თვე 4 ოქტომბრის „მშვიდობიან დამხობაზე“ კამპანიას ეწეოდა – საჯაროდ. ვინც კრიტიკულ აზრს გამოხატავდა, თავს ესხმოდა – საჯაროდ (გაითვალისწინეთ, რომ საჯაროდ აკეთებდა ამას და ისიც გაითვალისწინეთ, რომ „ხელნაწერები არ იწვის“). გრძელვადიან პროტესტს ვინც „მხარს უჭერს“, ქოციაო – ნანულები ჯღაოდნენ და ჩერგოა შუაში? ჩერგოს ბრალია, რომ არ დაუჯერეთ და ეს სამარცხვინო ცირკი არ შეწყვიტეთ? სხვა დროს დამიჯერეთ ხოლმე. ეგაა და ეგ. როგორ ფიქრობთ, რატომ ვანგრევ ოპო ტელეკლოაკებს ? ტელევიზორში მინდა? არა! მკიდია მაგათთან „დაგავარნიაკები“. თავისუფალი მედია მინდა, სადაც ნებისმიერი კრიტიკა თავისუფალია, მოქალაქეებს დამოუკიდებლად აზროვნების საშუალებას აძლევს და ოპოზიცია ჯოგად არაა ქცეული“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა