ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ ზაალ ანჯაფარიძე„იობი შეპარვით და მანიპულაციური ფორმით აკნინებს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკას, აცხადებს, რომ “მთავრობამ შესაძლებლობები ამოწურა“- ზოგადად, საკუთარი შესაძლებლობების ამოწურვა იწყება მაშინ, როდესაც ის ვეღარ ასრულებს საკუთარ სოციალურ ვალდებულებებს, კარგავს მოსახლეობის ნდობას, მოშლილია ინსტიტუტები- დამეთანხმებით, არცერთი ნიშანი სახეზე არ გვაქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ იობი ამბიონიდან“ დღეს 0 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი11°C
  • ბათუმი14°C
  • ქუთაისი12°C
  • რუსთავი14°C
  • ზუგდიდი13°C
  • თელავი11°C
  • გორი10°C
  • ახალციხე9°C
  • ოზურგეთი14°C
  • ამბროლაური8°C
  • მესტია6°C
  • ფოთი14°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 14 ნოემბერი
  • USD2.5934−0.0001
  • EUR2.8649−0.0144
  • GBP3.4287−0.0144
  • TRY0.0515−0.0001
  • 100 RUB3.1540+0.0199
  • AZN1.5258−0.0001
  • 1000 AMD7.1947+0.0097
  • 10 UAH0.5708−0.0002
ᲡᲮᲕᲐ28 ᲓᲔᲙᲔᲛᲑᲔᲠᲘ12:15
ლიზ ტრასი

განცხადება · 142 ნახვა

„დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა ძალაუფლება თავადვე ჩამოართვა როგორც საკუთარ თავს, ისე აღმასრულებელ ხელისუფლებას, ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ ყოველი მომდევნო პრემიერ-მინისტრი წინამორბედზე ნაკლებად პოპულარულია“

დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ლიზ ტრასმა, საკუთარი შოუს მეოთხე ეპიზოდში, სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუციაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისეთ მნიშვნელოვან უწყებებში, როგორიცაა ინგლისის ბანკი, ფინანსთა სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო და სხვა, შეინიშნება მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიის პოლიტიკა, დავოსის ელიტის მხარეს დგომა და ტრანსაქტივისტების მიერ კონკრეტული დეპარტამენტების მიტაცება.

როგორც ყოფილმა პრემიერმა აღნიშნა, დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა, საკუთარ თავსაც და აღმასრულებელ ხელისუფლებასაც, თავადვე ჩამოართვა ძალაუფლება, ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ საზოგადოებაში, ყოველი მომდევნო პრემიერ-მინისტრი, წინამორბედზე ნაკლებად პოპულარულია.

“ინგლისის ბანკი საზოგადოებას მორალს უკითხავდა ბრექსიტის დამაზიანებელ შედეგებზე, კლიმატის ცვლილების საფრთხეებზე და ამასთანავე თავადვე დააწესა საკუთარი DEI (მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიის) პოლიტიკა. ფინანსთა სამინისტრო ფაქტობრივად ჩინეთის, ევროკავშირის და დავოსის ელიტის მხარეს დგას. საგარეო საქმეთა სამინისტრო ინსტიტუციურად ანტიისრაელურია. შინაგან საქმეთა სამინისტროზე გავლენა მოახდინეს ისლამისტურმა ძალებმა. თანასწორობის დეპარტამენტი ტრანსაქტივისტების მიერ არის მიტაცებული. მსგავსი მაგალითების გაგრძელება შეიძლება. ბრიტანეთში საზოგადოებას ჩამოუყალიბდა მოლოდინი, თითქოს პრემიერ-მინისტრს შეუძლია პრეზიდენტის მსგავსი ძალაუფლებისა და ავტორიტეტის გამოყენება. რეალობა კი სრულიად საპირისპიროა. პარლამენტმა ძალაუფლება თავადვე ჩამოართვა როგორც საკუთარ თავს, ისე აღმასრულებელ ხელისუფლებას. ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ ყოველი მომდევნო პრემიერ-მინისტრი წინამორბედზე ნაკლებად პოპულარული ხდება.” – აღნიშნა ლიზ ტრასმა. მისივე განმარტებით, ამ პრობლემების დიდი ნაწილი, შედარებით ახალია, მაგალითად, რამდენიმე ასეული კვაზი არასამთავრობო ორგანიზაცია, ბოლო 50 წლის განმავლობაში ჩამოყალიბდა, უზენაესი სასამართლო კი ანგარიშვალდებულებისაგან 2005 წელს გათავისუფლდა. “თუმცა, ამ პრობლემების დიდი ნაწილი შედარებით ახალი წარმონაქმნია. უზენაესი სასამართლო და ანგარიშვალდებულებისგან თავისუფალი სასამართლო სტრუქტურები 2005 წელს შეიქმნა. სამოქალაქო სამსახურის კოდექსი კანონად 2010 წელს იქცა. 400-ზე მეტი „quango“ – კვაზი სამთავრობო არასამთავრობო ორგანიზაცია, როგორც მათ ვუწოდებთ – ბოლო 50 წლის განმავლობაში ჩამოყალიბდა. თვით მუდმივი სამოქალაქო სამსახურიც კი ყოველთვის არ არსებობდა: იგი დაარსდა 1854 წელს, Northcut Travel-ის ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ.” – განაცხადა ლიზ ტრასმა.

ლიზ ტრასი სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. ლიზ ტრასი„როგორ შეიძლება ადამიანებმა დაკარგონ მორალური კომპასი? ბრიტანეთის ხელისუფლებამ დაუშვა მოზარდი გოგონების წამება და გაუპატიურება“
  2. ლიზ ტრასი„ბრიტანეთში მდგომარეობა უფრო უარესია, რადგან გვაქვს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული BBC, რომელიც გაჟღენთილია “ვოუქ” იდეოლოგიით და ანტიამერიკული განწყობებით“
  3. ლიზ ტრასი„ბრიტანეთის პოლიცია მიკერძოებულ, პრიორიტეტდაკარგულ ორგანოდ იქცა, რომელიც ადამიანებს სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული პოსტების გამო აპატიმრებს, ისლამისტი მოძალადეები კი ძალადობისთვის არ ისჯებიან“
  4. ლიზ ტრასი„ევროკავშირი ტექნოკრატიული და ანტიდემოკრატიული აზროვნების თავშესაფარია“