91 წლის ასაკში გარდაიცვალა ფრანგული კინოს ვარსკვლავი და 50-60-იანი წლების სექს-სიმბოლო, ბრიჯიტ ბარდო.
მსახიობის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას „ბრიჯიტ ბარდოს ფონდი“ (Fondation Brigitte Bardot) ავრცელებს.
ბარდო მსოფლიო კინემატოგრაფის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე საკულტო ფიგურად ითვლება. კინოკარიერის დასრულების შემდეგ მან ცხოვრება ცხოველთა უფლებების დაცვას მიუძღვნა და საკუთარი საქველმოქმედო ფონდი დააარსა.
Facebook Comments Box










