საზოგადოება

დასავლეთ საქართველოში უამინდობის გამო, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით მატარებლების განრიგში ცვილელებებია

30 და 31 დეკემბერს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებლების განრიგში ცვილელებებია. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

მათივე ცნობით, განგრიგი დასავლეთ საქართველოში უამინდობის გამო შეიცვალა.

„დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობის გამო, ცვლილებებია 30 დეკემბრის მატარებლების მოძრაობის განრიგში. კერძოდ, თბილისი–ბათუმის მიმართულებით მოძრავი მატარებელი (#812) თბილისიდან დაიძრება 03:00 საათზე, 01:40-ის ნაცვლად, ხოლო 31 დეკემბერს დილით ბათუმი–თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი (#803) გამოვა 10:00 საათზე, 08:00-ის ნაცვლად“, – წერს საქართველოს რკინიგზა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა