ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ ნანა კაკაბაძე„გამოძიების კომპეტენცია პროკურატურას გააჩნია და არა ნანა კაკაბაძეს. ეს მაინც უნდა ცოდნოდა გივი თარგამაძეს, რომელიც პირად საკუთრებად ქცეულ ხელისუფლებაში სწორედ ძალოვან ბლოკს კურირებდა, მაგრამ ეს უკანასკნელი, ამ ყოველივეს ისე წარმოაჩენს, თითქოს მე ვიყო ბრალდების წამყენებელიც და განაჩენის გამომტანიც“ დღეს 0 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი5°C
  • ბათუმი17°C
  • ქუთაისი14°C
  • რუსთავი6°C
  • ზუგდიდი13°C
  • თელავი6°C
  • გორი6°C
  • ახალციხე2°C
  • ოზურგეთი12°C
  • ამბროლაური5°C
  • მესტია1°C
  • ფოთი15°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 21 ნოემბერი
  • USD2.5926−0.0007
  • EUR2.8423−0.0124
  • GBP3.3968−0.0191
  • TRY0.0513−0.0001
  • 100 RUB3.1542−0.0113
  • AZN1.5242−0.0004
  • 1000 AMD7.1871−0.0065
  • 10 UAH0.5762+0.0014
ᲣᲪᲮᲝᲣᲠᲘ ᲛᲔᲓᲘᲐ2 ᲘᲐᲜᲕᲐᲠᲘ14:38
სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრი

განცხადება · 163 ნახვა

„უკრაინა არასდროს გახდება ნატო-ს წევრი“

სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრი: უკრაინა არასდროს გახდება ნატო-ს წევრი სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა, რობერტ კალინიაკმა განაცხადა, რომ უკრაინა არასდროს გაწევრიანდება ნატო-ში და ამასთან, “ნების კოალიციის“ საქმიანობა გააკრიტიკა.

კალინიაკის აზრით, ევროკავშირი არ უნდა ჩაერიოს კოლექტიურ თავდაცვაში და ნატო უნდა ატარებდეს ამ პასუხისმგებლობას, რადგან ორი სარდლობა ეფექტიან თავდაცვას ვერ უზრუნველყოფს.

„ან ნატოში ვართ და მაშინ ეს აღარ გვჭირდება, ან ევროპაში ვართ“, – განაცხადა მან სლოვაკეთის საინფორმაციო სააგენტო TASR-თან ინტერვიუში. გარდა ამისა, მინისტრი მიიჩნევს, რომ უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით პრობლემებიც შეექმნება და აღნიშნა, რომ უკრაინის მხარდამჭერ ქვეყნათა ჯგუფს — „ნების კოალიციას“ პრაქტიკულად არაფერი გაუკეთებია.

მინისტრმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ უკრაინა არასდროს გახდება ნატო-ს წევრი. მისი აზრით, მას ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებითაც პრობლემები შეექმნება. მანვე განაცხადა, რომ უკრაინას ჰქონდა შანსი, 2022 წელს ომი დაესრულებინა.