საზოგადოება

თბილისში „საახალწლო სოფელი“ 14 იანვრის ჩათვლით იფუნქციონირებს

„საახალწლო სოფელი“ სტუმრებს 14 იანვრის ჩათვლით უმასპინძლებს, – ამ გადაწყვეტილების შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ სოციალური ქსელის პირდაპირ ეთერში განაცხადა.

მისივე განმარტებით, პერიოდის გახანგრძლივება საზოგადოების მხრიდან განსაკუთრებულმა მოთხოვნამ განაპირობა.

„დაანონსებული გვქონდა, რომ „საახალწლო სოფელი“ 7 იანვრამდე იფუნქციონირებდა, თუმცა დიდია მოთხოვნა საზოგადოებისა და მეწარმეების მხრიდან. პირველ რიგში, მათ მადლობას გადავუხდი თანამშრომლობისთვის. გადავწყვიტეთ, განვაგრძოთ საახალწლო სოფლის ფუნცქიონირება. 14 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება აქტივობები – წარმოდგენებით, კონცერტებით და ა.შ. გელოდებით ყველას. გილოცავთ ბედობას. წარმატებები, წინსვლა, სიხარული და სიყვარული ჰქონოდეს ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა