უცხოური მედია

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე: მადურო ჩადენილი დანაშაულების გამო მართლმსაჯულების წინაშე წარდგება

J

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე კრისტოფერ ლანდაუ ვენესუელის პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს დაკავებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ახლა ის ჩადენილი დანაშაულების გამო მართლმსაჯულების წინაშე წარდგება.

„ახალი ეპოქა ვენესუელისთვის! ტირანი დამარცხებულია. ბოლოს და ბოლოს ის ჩადენილი დანაშაულების გამო მართლმსაჯულების წინაშე წარდგება“, – დაწერა ლანდაუმ სოციალურ ქსელ X-ში.

ცნობისთვის, დილით ადრე კარაკასში რამდენიმე აფეთქების ხმა გაისმა. მომხდარში ვენესუელის მთავრობამ აშშ დაადანაშაულა. მოგვიანებით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვენესუელის წინააღმდეგ ჩატარებული მასშტაბური სამხედრო ოპერაციის შესახებ განაცხადა და აღნიშნა, რომ მადურო მეუღლესთან ერთად დაკავებულია და ქვეყნიდან გაყვანილია.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა