ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ თორნიკე ჭეიშვილი„მიზანი იყო დემოკრატიის პრინციპების წინააღმდეგ წასულიყავით, ამას თან სდევდა უსაფუძვლოდ, ხელოვნური გარემოებებით და საბაბით პარლამენტისა და ზოგადად კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმურობის არაღიარება“ დღეს 0 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი8°C
  • ბათუმი10°C
  • ქუთაისი9°C
  • რუსთავი10°C
  • ზუგდიდი9°C
  • თელავი10°C
  • გორი7°C
  • ახალციხე5°C
  • ოზურგეთი9°C
  • ამბროლაური4°C
  • მესტია2°C
  • ფოთი11°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 25 ნოემბერი
  • USD2.5922−0.0004
  • EUR2.8343−0.0080
  • GBP3.3867−0.0101
  • TRY0.0512−0.0001
  • 100 RUB3.1561+0.0019
  • AZN1.5244+0.0002
  • 1000 AMD7.1906+0.0035
  • 10 UAH0.5714−0.0048
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ25 ᲐᲒᲕᲘᲡᲢᲝ10:53
ლევან ჭოტორლიშვილი

განცხადება · 154 ნახვა

„ღარიბაშვილი დაღუპა პროვინციულმა სითამამემ და თუ გინდათ გოიმობამ. ნდობის არ გამართლება და სიტყვის გატეხვა არის მისი ტრაგედია და არის ის რომ პროკურატურა ედავება“

“ღარიბაშვილი დაღუპა პროვინციულმა სითამამემ და თუ გინდათ გოიმობამ. თვისებები რაც ზოგჯერ, კონკრეტულ სიტუაციებში პლიუსია, მერე ხდება მინუსი. ერთი მხრივ ჭკვიანი ინტელიგენტი ხალხის უმოქმედობა და დაბალი მოტივაცია ცხოვრებაში თუ პოლიტიკაში. მეორე მხრივ კი პასიონარულობა თავად იცით ვისი.”- წერს გერმანიაში მოღვაწე ქართველი ფიზიკოსი, პროფესორი ლევან ჭოტორლიშვილი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილმა ნდობა ვერ გაამართლა, სიტყვა გატეხა, ამიტომ მისი ღალატი უფრო მტკივნეულია ვიდრე გახარიასი.

“მარტო საქართველოში არ ხდება ასე, მთელი მსოფლიო ეგრეა. ადამიანის ბუნება მაგ მხრივ უნივერსალურია. ვინ არ გახდება კორუმპირებული თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ? განათლებული ინტელიგენტი ადამიანი დაბალი ვიტალურობით. პრობლემაა რომ ასეთი ხალხი პოლიტიკაში არათუ თავისი ნებით არ მიდის, დაძალებითაც ვერ აიძულებ. ძალიან იშვიათად რომ ეს ორი პოლუსი დაემთხვეს. ვინ იყო ღარიბაშვილი მე მგონი ყველამ კარგად იცოდა, მაგრამ აქტიური ადამიანი სჭირდებოდათ, საქმის გამკეთებელი და ენდნენ. მან კი ეს ნდობა ვერ გაამართლა, სიტყვა გატეხა. ამიტომ მისი ღალატი უფრო მტკივნეულია ვიდრე გახარიასი. ნდობის არ გამართლება და სიტყვის გატეხვა არის მისი ტრაგედია და არის ის რომ პროკურატურა ედავება. ენდობი ადამიანს, აძლევ შანსს. გიღალატებს და თავი ჭკვიანი გონია. სინამდვილეში დაბლა ეცემა, ვერ ხვდება ეგ არის მისი ტრაგედია, კანონზე უფრო მძიმე. თვითოეულ ჩვენთაგანს ჰქონია ალბათ ეგეთი შემთხვევა ცხოვრებაში როდესაც ადამიანს ენდობი, არა იმიტომ რომ მასში დარწმუნებული ხარ. არამედ იმიტომ რომ შანსს აძლევ გახდეს უფრო კეთილშობილი. საკუთარ ბუნებაზე ამაღლდეს. გახსოვთ ალბათ ჰიუგოს “განკიცხულნი”, ჟან ვალჟანის და პასტორის სცენა. პირად ღალატს ჯანდაბას, აპატიებ. ქვეყნის ღალატს ვერ აპატიებ.”- წერს ჭოტორლიშვილი.

ლევან ჭოტორლიშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. ლევან ჭოტორლიშვილი„ბოროტების მანქანის ჭანჭიკი. ამ სუბიექტის, ე.წ. დოის, წულაძის, უშიკიშვილის, ბუღაძეების პრობლემა არის პროფესიონალური წარუმატებლობა. პიგმეებად გამოიყურებიან ოთარ ჭილაძის, ჯანსუღ კახიძის, რობერტ სტურუას, თემურ ჩხეიძის, რეზო ჩხეიძის, ანზორ ერქომაიშვილის ფონზე“
  2. ლევან ჭოტორლიშვილი„გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას“
  3. ლევან ჭოტორლიშვილი„ირაკლი კობახიძის დონის ინტელექტუალი პოლიტიკოსი რომ ჰყავდეს ევროკავშირს, ასეთი უკუსვლა და ჩამორჩენა არ ექნებოდა ბოლო ოცი წლის განმავლობაში“
  4. ლევან ჭოტორლიშვილი„საქართველოს მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, დემოკრატია არ ნიშნავს იმას, რომ ცენტრალურ პროსპექტს გადაკეტავ, სასწრაფოს არ გაატარებ- ევროკავშირში ეს ყველაფერი ითვლება კანონდარღვევად. პოლიციაზე თავდასხმისთვის, სამთავრობო შენობისთვის ცეცხლის წაკიდებისთვის არის ციხე“