“უნდა აჩვენებდეს თუ არა ქართული მედია როგორ შლის ძალის გამოყენებით პოლიცია დემონსტრანტებს ევროკავშირის ქვეყნებში. კი უნდა აჩვენებდეს, იმიტომ რომ ეს არის სამოქალაქო განათლების ნაწილი”- წერს გერმანიაში მოღვაწე ქართველი ფიზიკოსი, პროფესორი ლევან ჭოტორლიშვილი სოციალურ ქსელში.
ჭოტორლიშვილი ამბობს, რომ ცენტრალური პროსპექტის გადაკეტვა, სასწრაფოს არ გატარება და სხვა, ევროკავშირში კანონდარღვევად ითვლება, ხოლო სამთავრობო შენობისთვის ცეცხლის წაკიდებისთვის არის ციხე.
“საქართველოს მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, დემოკრატია არ ნიშნავს იმას, რომ ცენტრალურ პროსპექტს გადაკეტავ, სასწრაფოს არ გაატარებ. მოქალაქეებს შეუვარდები საზოგადოებრივ ტრანსპორტში და დაიწყებ აგიტაციას. აკაცუკებმა და სხვადასხვა ტიპის სალოსებმა უნდა იცოდნენ, ევროკავშირში ეს ყველაფერი ითვლება კანონდარღვევად. პოლიციაზე თავდასხმისთვის, სამთავრობო შენობისთვის ცეცხლის წაკიდებისთვის არის ციხე. ულაპარაკოდ. უნდა აკეთებდნენ თუ არა განცხადებას საქართველოს ოფიციალური პირები ევროკავშირში აქციების დაშლის გამო? არა, არ უნდა აკეთებდნენ. ის რომ ევროჩინოვნიკები ერევიან საქართველოს საშინაო საქმეებში, არ ნიშნავს იმას რომ ქართველი პოლიტიკოსები უნდა ჩაერიონ ევროკავშირის ქვეყნების საშინაო საქმეებში. ამით ევროჩინოვნიკები საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას არ შეწყვეტენ. მაგის გარდა სიტუაცია ასიმეტრიულია ევროკავშირის და საქართველოს ეკონომიკური, პოლიტიკური, დემოგრაფიული და მედია რესურსების თვალსაზრისით. ამერიკის პრეზიდენტი და ვიცეპრეზიდენტი რომ ლანძღავენ ევროკავშირს, დემოკრატიის ხარისხს, ეგ მაგათი საქმეა. სხვა წონითი კატეგორიაა. ხვალ შეიძლება იგივე მაღალჩინოსნები გამოვიდნენ და თქვან სასწაული დემოკრატია არისო. ან ამას იტყვიან სხვა მომავალი მაღალჩინოსნები. ენას ძვალი არა აქვს. ყოველთვის იტყვიან ისე როგორც აწყობთ.”- წერს ჭოტორლიშვილი.











