ამერიკულმა ტელეარხებმა ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს პირველი კადრები გაავრცელეს. არსებული ინფორმაციით, თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც ნიკოლას მადურო და მისი მეუღლე სილია ფლორესი იმყოფებოდნენ, ნიუ-იორკის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე დაეშვა. თვითმხილველების თქმით, მადურო ტრაპზე ხელბორკილებითა და თავზე ჩამოცმული ტომრით ჩამოიყვანეს. სპეცოპერაციაში FBI-ს ათობით აგენტი მონაწილეობდა.
გამოცემა Axios-ის ცნობით, მადურო ბრუკლინის საგამოძიებო იზოლატორშია გადაყვანილი. მოსალოდნელია, რომ მომავალ კვირას ის მანჰეტენის ფედერალური სასამართლოს წინაშე წარდგება.
მადუროს დაკავებას საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა. ნიუ-იორკში, ვაშინგტონსა და ევროპის რამდენიმე ქალაქში საპროტესტო აქციები გაიმართა. ნიუ-იორკის მერმა, ზოჰრან მამდანიმ, მკაცრად დაგმო აშშ-ის ქმედება და მას „ომის საბაბი“ უწოდა. მისი თქმით, ეს ოპერაცია საერთაშორისო და ფედერალური სამართლის უხეში დარღვევაა.











