უცხოური მედია

ნიუ იორკის მერი – სუვერენულ სახელმწიფოზე თავდასხმა ომის აქტია, რეჟიმის შეცვლისკენ სწრაფვა გავლენას ახდენს ნიუ იორკში მცხოვრებ ვენესუელელებზეც, ჩემი მთავარი საზრუნავია მათი უსაფრთხოება

სუვერენულ სახელმწიფოზე ცალმხრივი თავდასხმა ომის აქტი და ფედერალური და საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევაა, – ამის შესახებ ნიუ იორკის მერი ზოჰრან მამდანი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ვენესუელაში რეჟიმის შეცვლის მცდელობა ნიუ იორკში მცხოვრებ ვენესუელის მოქალაქეებზეც ახდენს გავლენას.

„რეჟიმის შეცვლისკენ ეს აშკარა სწრაფვა არა მხოლოდ საზღვარგარეთ მყოფებს, არამედ ნიუიორკელებზეც პირდაპირ გავლენას ახდენს. მათ შორის ათიათასობით ვენესუელელზეც, რომლებიც ამ ქალაქს სახლს უწოდებენ. ჩემი მთავარი საზრუნავია მათი და ყველა ნიუიორკელის უსაფრთხოება. ჩემი ადმინისტრაცია გააგრძელებს სიტუაციის მონიტორინგს და შესაბამისი მითითებების გაცემას“, – წერს ზოჰრან მამდანი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა