პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს გადაყენების შემდეგ, ქვეყნის ოპოზიციის ლიდერს არ აქვს სათანადო „პატივისცემა“, რათა სახელმწიფო მართოს.
შაბათს გამთენიისას, აშშ-ის ხელმძღვანელობით ვენესუელაში განხორციელებული საჰაერო დარტყმების სერიის შედეგად, ნიკოლას მადურო და მისი მეუღლე, სილია ფლორესი დააკავეს. ისინი ამერიკის შეერთებულ შტატებში ნარკოტერორიზმის ბრალდებით გადაიყვანეს.
ოპოზიციის ლიდერი და ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი, მარია კორინა მაჩადო აღნიშნულ ოპერაციასა და მადუროს შეპყრობას ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა და ამ ფაქტს „თავისუფლების ჟამი“ უწოდა.
ტრამპმა, რომელმაც აღნიშნა, რომ მაჩადოსთან კონტაქტი არ ჰქონია, შაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მას არ სჯერა, მაჩადომ ვენესუელის ლიდერის როლის მორგება შეძლოს.
„ვფიქრობ, მისთვის ძალიან რთული იქნება ლიდერობა. მას ქვეყნის შიგნით არც მხარდაჭერა აქვს და არც პატივისცემა. ის ძალიან სასიამოვნო ქალია, მაგრამ პატივისცემით არ სარგებლობს“, — განაცხადა ტრამპმა.











