უცხოური მედია

„ნიუ იორკ თაიმსი“ – ვენესუელაზე აშშ-ის თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 40 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამხედრო მოსამსახურეები და მშვიდობიანი მოქალაქეები

ვენესუელაზე აშშ-ის თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 40 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამხედრო მოსამსახურეები და მშვიდობიანი მოქალაქეები, – ამის შესახებ „ნიუ იორკ თაიმსი“ ავრცელებსინფორმაციას.

გავრცელებული ცნობით, აშშ-ის თავდასხმისთანავე კარაკასის აეროპორტის დასავლეთით მდებარე დაბალშემოსავლიან სანაპირო ზონაში ვენესუელელი მშვიდობიანი მოქალაქის გარდაცვალების დეტალები გახდა ცნობილი.

აშშ-ის ძალების მიერ ქალაქზე თავდასხმის დროს სამსართულიანი სამოქალაქო საცხოვრებელი კომპლექსი დაიბომბა და გარე კედელი დაანგრია. გაერთიანებული შტაბების თავმჯდომარემ, გენერალმა დენ კეინმა განაცხადა, რომ აშშ-ის ვერტმფრენები, რომლებიც პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს და მისი მეუღლის გამოსაყვანად მიემართებოდნენ, ცეცხლის ქვეშ მოექცნენ. კეინის მტკიცებით, ერთ ვერტმფრენს საბრძოლო მასალა მოხვდა, მაგრამ შეძლო ფრენა და აშშ-ის ყველა თვითმფრინავი „სახლში დაბრუნდა“. აშშ-ის ორი ოფიციალური პირის ცნობით, მადუროს დასაჭერად ჩატარებული ოპერაციის დროს ექვსი ჯარისკაცი დაშავდა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა