უცხოური მედია

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის სახლში უცნობი პირი შეჭრას ცდილობდა

MILWAUKEE, WISCONSIN - JULY 15: Trump's pick for Vice President, U.S. Sen. J.D. Vance (R-OH) arrives on the first day of the Republican National Convention at the Fiserv Forum on July 15, 2024 in Milwaukee, Wisconsin. Delegates, politicians, and the Republican faithful are in Milwaukee for the annual convention, concluding with former President Donald Trump accepting his party's presidential nomination. The RNC takes place from July 15-18. (Photo by Andrew Harnik/Getty Images)

ვაშინგტონი — აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა დაადასტურა, რომ ორშაბათს მის კერძო რეზიდენციაში, ოჰაიოს შტატში, უცნობი პირი შეჭრას ცდილობდა. ინციდენტი ამერიკელი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ მიმართული თავდასხმების საგანგაშო სერიის გაგრძელებაა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ვენსის განცხადებით, „შეშლილი ადამიანი“ მის სახლში შეღწევას ფანჯრებზე ჩაქუჩის დარტყმით ცდილობდა. ვიცე-პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ შემთხვევის დროს ის და მისი ოჯახი ადგილზე არ იმყოფებოდნენ.

„ჩვენ სახლშიც კი არ ვიყავით, რადგან უკვე ვაშინგტონში ვიყავით დაბრუნებულები“, — დასძინა მან.

ვენსმა მედიას თხოვნით მიმართა, არ გამოაქვეყნონ მისი სახლის ფოტოები, რომლებზეც ჩამსხვრეული ფანჯრებში ჩანს. მან მადლობა გადაუხადა საიდუმლო სამსახურსა და ცინცინატის პოლიციას ოპერატიული რეაგირებისთვის. სამართალდამცავებმა ერთი ეჭვმიტანილი უკვე დააკავეს.

აშშ-ის საიდუმლო სამსახურს მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია. გამოძიება გრძელდება იმის დასადგენად, იყო თუ არა თავდასხმა პოლიტიკური მოტივით ნაკარნახევი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა