Uncategorized

გურამ მაჭარაშვილი მსჯვარდებულ ზვიად ცეცხლაძის მამის განცხადებაზე: მგონი უკვე გაიცვითა ფრაზა „ეს ის არ არის, რაც თქვენ გგონიათ“, აღარ იღებს ხალხი ამას

x

მგონი უკვე გაიცვითა ფრაზა „ეს ის არ არის, რაც თქვენ გგონიათ“, აღარ იღებს ხალხი ამას, – განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა მსჯვარდებულ ზვიად ცეცხლაძის მამის, ზურაბ ცეცხლაძის განცხადებაზე საუბრისას, რომელიც ამტკიცებს, რომ აქციაზე გამოყენებული არ ყოფილა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი.

პაპუაშვილის თქმით, მოლოტოვის კოქტეილის გამოყენების ფაქტები მოსახლეობამ საჯაროდ ნახა.

„ხალხმა პირდაპირ ეთერშიც ნახა, ვინც იქ იდგნენ, იქაც ნახეს და მოლოტოვის კოქტეილის ფორმატი და სურათი იყო გამოხატული ამ ე.წ. რადიკალურ აქციებზე. ასევე ამბობდნენ, რომ მათ ისროლეს. ეს დააფინანსა ევროკავშირის ერთ-ერთმა ფონდმა“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

მსჯვარდებულ ზვიად ცეცხლაძის მამა, ზურაბ ცეცხლაძე ამტკიცებს, რომ აქციაზე გამოყენებული არ ყოფილა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი და არ არსებობს დაშავებული სამართალდამცველი. კადრები საპირისპიროს აჩვენებს. ზვიად ცეცხლაძე დააკავეს 2024 წლის აქციებთან დაკავშირებით. მას დაუმტკიცდა ჯგუფური მოქმედების ორგანიზება. არსებობს ვიდეოებიც, სადაც ცეცხლაძე სწორედ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის დამზადებაზე ლაპარაკობს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა