Uncategorized

შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების პროცესს რეალურად მხოლოდ მოლაპარაკების სახელი ჰქვია, სინამდვილეში კი ეს არის ბრიუსელის მიერ დაწესებული დირექტივების შესრულება

2020 წლის არჩევნების შემდეგ, როდესაც მიმდინარეობდა ე.წ. ფასილიტაცია, სადაც ევროკავშირი იყო ჩართული ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის, როდესაც შეთანხმების პირველი პროექტი მოიტანეს, იქ ეწერა, რომ გენერალური პროკურორი უნდა აგვერჩია კვალიფიციური უმრავლესობით, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, აღნიშნული პუნქტი მოლაპარაკების პროექტში ევროკავშირის წარმომადგენლებმა ჩასვეს.

„ევროკავშირის წარმომადგენლებს ვკითხე, თუ საიდან გაჩნდა ეს პუნქტი, რადგან არც ოპოზიციისგან, არც ენჯეოებისგან და არც არავისგან მსმენია, რომ ვინმე ამას ითხოვდა და ამ დიალოგში საიდანღაც გაჩნდა ეს პუნქტი. ევროკავშირის წარმომადგენლებისგან ამ კითხვაზე პასუხი ვერ მივიღე. ასევე ვკითხე ოპოზიციასაც, ენჯეოებსაც და არც ერთს ამ კითხვაზე პასუხი არ ჰქონდა. ამ ფაქტმა დაადასტურა, რომ ეს იყო ამ არბიტრების მიერ ჩასმული პუნქტი. დადასტურდა, რომ ისინი არ იყვნენ ნეიტრალური შუამავლები და მომლაპარაკებლები, მათ ჰქონდათ საკუთარი დღის წესრიგი, რომელიც თავს უნდა მოეხვიათ საქართველოს ხელისუფლებისთვის. გამოჩნდა, რომ მათ აინტერესებდათ დამოუკიდებელ ინსტიტუტებზე კონტროლის მოპოვება“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების პროცესს რეალურად მხოლოდ მოლაპარაკების სახელი ჰქვია, სინამდვილეში კი ეს არის ბრიუსელის მიერ დაწესებული დირექტივების შესრულება.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა