ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ დიმიტრი ხუნდაძე„კანონში ზოგიერთი საკითხი დაზუსტებას მოითხოვს“ დღეს 0 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი7°C
  • ბათუმი11°C
  • ქუთაისი9°C
  • რუსთავი8°C
  • ზუგდიდი8°C
  • თელავი6°C
  • გორი7°C
  • ახალციხე5°C
  • ოზურგეთი10°C
  • ამბროლაური5°C
  • მესტია1°C
  • ფოთი10°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 7 ნოემბერი
  • USD2.5949−0.0006
  • EUR2.8998−0.0147
  • GBP3.4746−0.0189
  • TRY0.0517−0.0002
  • 100 RUB3.1713−0.0114
  • AZN1.5267−0.0003
  • 1000 AMD7.1981−0.0020
  • 10 UAH0.5723+0.0016
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ11 ᲘᲐᲜᲕᲐᲠᲘ13:42
გიორგი ვოლსკი

განცხადება · 85 ნახვა

„ვენეციის კომისიამ თავისი ფუნქცია დაკარგა და გადაიქცა ბიუროკრატიულ დანამატად ბრიუსელისთვის – ის ჩამოყალიბდა, როგორც ხელკეტი კონკრეტული ქვეყნის მიმართ, რომელთან დაკავშირებითაც თავისი პოლიტიკური შეხედულებები აქვს მარტა კოსს, კაია კალასს ან იუკნევიჩიანეს“

ჩვენს მიმართაც საკმაოდ სერიოზული პრეტენზიები ჰქონდა იგივე ვენეციის კომისიას და როდესაც საკითხს დავუღრმავდით, დავინახეთ, რომ ვენეციის კომისია ჩამოყალიბდა, როგორც ხელკეტი კონკრეტული ქვეყნის მიმართ, რომელთან დაკავშირებითაც თავისი პოლიტიკური შეხედულებები აქვს მარტა კოსს, კაია კალასს ან იუკნევიჩიანეს. მათი მსახური გახდა, კონკრეტული პოლიტიკური მიზნების მქონე ორგანიზაციად ჩამოყალიბდა, თავის დროზე, საკმაოდ კარგი ინსტიტუტი, რომელიც პროფესიონალურ რჩევებს აძლევდა განვითარებად ქვეყნებს, ახალ დემოკრატიებს და ა.შ., – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკი მიიჩნევს, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის გადაწყვეტილება, 66 საერთაშორისო ორგანიზაცია, მათ შორის, ვენეციის კომისია დატოვოს, აშშ-ის პრაგმატულ ხედვებს გამოხატავს, ვინაიდან, ამერიკელ გადასახადის გადამხდელთა ჯიბიდან საკმაო თანხა იხარჯება ამ საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის.

მისივე თქმით, საქართველოსთან დამოკიდებულებითაც კარგად ჩანს, რომ ვენეციის კომისია ბრიუსელის ბიუროკრატიის დანამატად გადაიქცა, ვინაიდან, მათ დასკვნებში არის არა ანალიზი, არამედ, პოლიტიკური შეფასებები, რომელიც “პოლიტიკურ ხელკეტად” გამოიყენება.

“საქართველოსთან მიმართებით, ეს არის აბსოლუტურად მიკერძოებული ორგანიზაცია. რასაკვირველია, ჩვენ ერთი და იმავე მიზეზით არ გამოვხატავთ პრეტენზიას ამ ორგანიზაციის მიმართ, მაგრამ ფაქტია, რომ ვენეციის კომისიამ თავისი ფუნქცია დაკარგა და გადაიქცა ბიუროკრატიულ დანამატად ბრიუსელის ბიუროკრატიისთვის.

როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ ვენეციის კომისია რაღაც პოლიტიკურ სტრუქტურად გადაიქცა, რომელიც ბრიუსელის ბიუროკრატიას ეხმარება ან მისი დანამატია, იმისთვის, რათა პოლიტიკური შეტევა განახორციელოს, ამ შემთხვევაში, საქართველოს მიმართ, ვგულისხმობთ, რა შენიშვნებიც მივიღებთ სხვადასხვა კანონპროექტებთან და შემდეგ კანონებთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა გამჭვირვალობას ან ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის თემას ან სხვა საკითხებთან მიმართებაში. აბსოლუტურად წარმოუდგენელია მისი ასეთი ჩარევა ან დასკვნები იმ კანონთან, ან იმ პოზიციასთან დაკავშირებით, რომელიც პარტიების აკრძალვას გულისხმობს, ვინაიდან არც ერთხელ არ უთქვამთ არაფერი, არ გაუანალიზებიათ ვითარება, რომელიც შექმნა ამ კონკრეტულმა პოლიტიკურმა ძალამ [“ნაცმოძრაობამ”], როდესაც ის ხელისუფლებაში იყო. ის მასშტაბი ადამიანის წამების და ადამიანის უფლებების დარღვევისა არ ახსოვს ამ რეგიონს და თუნდაც, ავტორიტარული რეჟიმების მქონე ქვეყნებსაც კი. ამის ანალიზის გარეშე გამოხვიდე და შენი დასკვნა გააკეთო, რასაკვირველია, მიკერძოებაა. შეიძლება ანალიზი გააკეთო და თქვა, რომ დიახ, დარღვევები იყო და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას დაეთანხმო, რომ წამებას ჰქონდა სისტემატური და სისტემატური ხასიათი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ამ მიზეზის გამო, არ შეიძლება პოლიტიკური პარტიების გაუქმებაზე ლაპარაკი. აქ არ არის ამაზე საუბარი, არანაირი ანალიზი – პირდაპირ “მოხტომა” პოლიტიკური ხელკეტით საქართველოსადმი და ყოველგვარი ანალიზის გარეშე პოლიტიკური განცხადებების კეთება. ეს არის ის ნიშანი, რომელიც ახასიათებს დღეს ვენეციის კომისიას“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

გიორგი ვოლსკი სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. გიორგი ვოლსკი„ჩვენ პოლიტიკურ პარტიებს ვეღარ ვხედავთ, ეს არის რევოლუციური, შეთქმულთა ჯგუფები, რომლებიც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ“
  2. გიორგი ვოლსკი„საქართველოს წინააღმდეგ მომართულ შეთქმულებაში მონაწილეობენ 2012 წლამდე სახელმწიფოს მმართველობის სადაავების მქონე პირები, შეტევის ავანგარდში ევროსტრუქტურების პოლიტიკური ლიდერები დგანან, რომლებიც ახალისებდნენ “მოლოტოვის კოქტეილების” და პიროტექნიკის სროლას საქართველოში – გველაპარაკეთ კონკრეტული არგუმენტებით, რომელი ჩვენი ბრალდებაა უსაფუძვლო“
  3. გიორგი ვოლსკი„„ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი ამოცანა საქართველოს დაზიანებაა, იმას ამბობენ, რასაც სცენარისტი კარნახობთ, ის შეასრულეს, რაც უკარნახეს, როცა რუსეთთან მოგვარება იყო საჭირო – იმ პერიოდში რუსეთი დიდი რვიანის შემადგენლობაში იყო, დღეს სხვა ვითარებაა, რადგან რუსეთთან ურთიერთობა მნიშვნელოვნად შეიცვალა და ომში საქართველოს ჩართულობაც სჭირდებათ“
  4. გიორგი ვოლსკი„სოხუმში წარმატებით ამრავლებენ ჯიღაურას სანერგე მეურნეობიდან გაგზავნილ აფხაზური, ამლაჰუსა და ჭვიტილურის ჯიშის ნერგებს. მათი სანერგედანაც გამოიგზავნა რამოდენიმე აფხაზური ჯიშის ნერგი“