ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲐᲮᲚᲐᲮᲐᲜ შაკო ჩაჩანიძე„სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა გვერდმა თარიღის მითითების გარეშე გამოაქვეყნა ბათუმში მომხდარი ტრაგედიის ძველი ვიდეო, რათა ხალხი შეცდომაში შეეყვანათ, სინამდვილეში, ეს მშიშარა და ფარისეველი თორნიკე რაზმაძის ჯიბის გვერდია - აქ იდება ყველაფერი, რის თქმასაც პირად პროფილზე ვერ ბედავს“ დღეს 13 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი8°C
  • ბათუმი11°C
  • ქუთაისი10°C
  • რუსთავი11°C
  • ზუგდიდი10°C
  • თელავი7°C
  • გორი8°C
  • ახალციხე6°C
  • ოზურგეთი11°C
  • ამბროლაური5°C
  • მესტია1°C
  • ფოთი12°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 21 ნოემბერი
  • USD2.5926−0.0007
  • EUR2.8423−0.0124
  • GBP3.3968−0.0191
  • TRY0.0513−0.0001
  • 100 RUB3.1542−0.0113
  • AZN1.5242−0.0004
  • 1000 AMD7.1871−0.0065
  • 10 UAH0.5762+0.0014
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ22 ᲜᲝᲔᲛᲑᲔᲠᲘ20:29
ირაკლი კირცხალია

განცხადება · 141 ნახვა

„სამწუხაროდ, ევროკავშირის დღევანდელი ბიუროკრატია და პოლიტიკური ელიტები საბჭოთა მიდგომებს აჯობებენ თავიანთი მიდგომებით წევრი თუ კანდიდატი ქვეყნების მიმართ“

არაერთხელ გვითქვამს, რომ სამწუხაროდ, ევროკავშირის დღევანდელი ბიუროკრატია და პოლიტიკური ელიტები საბჭოთა მიდგომებს აჯობებენ თავიანთი მიდგომებით წევრი თუ კანდიდატი ქვეყნების მიმართ, რომელთაც ესაუბრებიან, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ამის შეფასება მარტივია. „ისინი აცხადებენ გაფართოების კრიტერიუმებს და ამ კრიტერიუმებით აცხადებენ ვინ არის მზად სრული მონობისთვის. ისინი აცხადებენ ამ კრიტერიუმებით, ვინ არის მზად, რომ თქვას სრულ სუვერენიტეტზე უარი, 100%-ით დათმონ სუვერენიტეტი, სასამართლო ხელისუფლება, ვეტინგისთვის. როდესაც საკანონმდებლო, აღმასრულებელი, სასამართლო ხელისუფლება ხალხს არ ეკუთვნის, ეს არის საუკეთესო საბჭოთა სახელმძღვანელოთი ხელმძღვანელობა. მეტსაც ვიტყვით, უფრო მეტად ჰიბრიდული, დახვეწილი და დღევანდელ ტექნოლოგიებსა თუ პოლიტიკურ რეალობას მორგებული. ყოველთვის ვამბობდით, რომ ევროკავშირში უნდა დაბრუნდეს ევროპული ღირებულებები, რომლებზეც თავის დროზე იდგა ევროკავშირი. ამ ქვეყანაზე არაფერია მუდმივი, განსაკუთრებით პოლიტიკოსები და ბიუროკრატია, რომელიც მსგავს გადაწყვეტილებებს იღებს. ასე რომ, მათი გადაწყვეტილებაა და შემდეგ იმ ქვეყნების გადაწყვეტილებაა, დათანხმდნენ ამ პირდაპირ მონური მორჩილების პირობებს თუ არა. სად და როგორ წავა ევროკავშირი და ბრიუსელი ასეთ მოთხოვნებით, ამასაც კარგად დავინახავთ ჩვენც და მთელი მსოფლიოც“, - განაცხადა კირცხალიამ.

ირაკლი კირცხალია სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. ირაკლი კირცხალია„ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ“
  2. ირაკლი კირცხალია„ჩვენ, სახელმწიფო ყველაფერს ვიზამთ, რომ როდესაც დედობას და მშობლობის უფლებას ეხება საქმე, ჩვენს მოქალაქეებს მაქსიმალური მხარდაჭერა გამოვუცხადოთ - 98% არ არის საქართველოს მოქალაქე, ვინც სარგებლობს ჩვენს ქვეყანაში ამ სერვისით და ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში, ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე“
  3. ირაკლი კირცხალია„ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს“
  4. ირაკლი კირცხალია„ამორალურია თითოეული განცხადება ე.წ. ოპოზიციის მხრიდან, რომელიც ტრაგედიებს პოლიტიკური დღის წესრიგის შესაქმნელად იყენებს“