ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲐᲮᲚᲐᲮᲐᲜ შაკო ჩაჩანიძე„სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა გვერდმა თარიღის მითითების გარეშე გამოაქვეყნა ბათუმში მომხდარი ტრაგედიის ძველი ვიდეო, რათა ხალხი შეცდომაში შეეყვანათ, სინამდვილეში, ეს მშიშარა და ფარისეველი თორნიკე რაზმაძის ჯიბის გვერდია - აქ იდება ყველაფერი, რის თქმასაც პირად პროფილზე ვერ ბედავს“ დღეს 13 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი8°C
  • ბათუმი11°C
  • ქუთაისი10°C
  • რუსთავი11°C
  • ზუგდიდი10°C
  • თელავი7°C
  • გორი8°C
  • ახალციხე6°C
  • ოზურგეთი11°C
  • ამბროლაური5°C
  • მესტია1°C
  • ფოთი12°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 21 ნოემბერი
  • USD2.5926−0.0007
  • EUR2.8423−0.0124
  • GBP3.3968−0.0191
  • TRY0.0513−0.0001
  • 100 RUB3.1542−0.0113
  • AZN1.5242−0.0004
  • 1000 AMD7.1871−0.0065
  • 10 UAH0.5762+0.0014
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ22 ᲜᲝᲔᲛᲑᲔᲠᲘ20:32
ირაკლი კირცხალია

განცხადება · 153 ნახვა

სუროგაციის აკრძალვაზე

„ჩვენ, სახელმწიფო ყველაფერს ვიზამთ, რომ როდესაც დედობას და მშობლობის უფლებას ეხება საქმე, ჩვენს მოქალაქეებს მაქსიმალური მხარდაჭერა გამოვუცხადოთ - 98% არ არის საქართველოს მოქალაქე, ვინც სარგებლობს ჩვენს ქვეყანაში ამ სერვისით და ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში, ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე“

პირველ რიგში, რა თქმა უნდა, როდესაც რისკებზე ვსაუბრობთ, როგორც მიმდინარე რისკებზე, ასევე სამომავლო რისკებზე, როდესაც ფაქტებზეა საუბარი, ფაქტებიც ვიცით, ზოგი ფაქტია ისეთი, რომელიც შეიძლება ითქვას, ზოგი ფაქტია, რომელიც შეიძლება არ ითქვას, იმიტომ რომ, ამით უსარგებლია ჩვენს მოქალაქეებსაც და არა მხოლოდ ჩვენ მოქალაქეებს და იქ ძალიან ისეთი ზღვარი გვაქვს დასაცავი, როდესაც თქვენ მთხოვთ მე, რომ რაღაც ფაქტებზე და რისკებზე ვისაუბრო ხმამაღლა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ, სუროგაციის აკრძალვის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა.

კირცხალიას განმარტებით, სახელმწიფოს არ აქვს კონტროლი იმაზე, თუ რა ბედი ეწევა სუროგაციის შედეგად მის ტერიტორიაზე გაჩენილ ბავშვს, ვინაიდან ქვეყნები, სადაც ამ გზით დაბადებული ბავშვები გადიან, შეზღუდული არ არის.

მისივე თქმით, 98 პროცენტი უცხოეთის მოქალაქეა, ვინც სუროგაციის სერვისით საქართველოში სარგებლობს, ხოლო, საკუთარ მოქალაქეებს სახელმწიფოს მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერა ექნებათ დედობისა და მშობლობის უფლების დაცვის მხრივ.

"როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და ამის რისკზე, რა თქმა უნდა, ჩვენ კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ, მაგრამ ძალიან გთხოვთ აქ ნუ მათქმევინებთ რა ფაქტები ვიცით, მაგრამ, ერთს გეტყვით და ძალიან მარტივი გასაგები იქნება, დარწმუნებული ვარ, თქვენთვისაც, საზოგადოებისთვისაც: ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში და ქვეყნები არ არის შეზღუდული სად გადიან, მარტივად, ჩვენს სახელმწიფოში ხდება ეს ყველაფერი, ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნოლი კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე, სად მიდის. მოდი ამით ამოვწუროთ ეს საკითხი. გიდასტურებთ, რომ რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ფაქტი ჩვენთვის ცნობილია.

რაც შეეხება რისკებს, პატარა სტატისტიკას მოგიყვანთ აქაც: ზუსტ ციფრებზე აუცილებლად ვისაუბრებთ, როდესაც კომერციალიზაციაზე ვსაუბრობთ ამ თემის - ავიღოთ 100%-იან ჭრილში ის მოვლენები, რომელიც ვითარდება ამ სფეროში: 98% არ არის საქართველოს მოქალაქე, ვინც სარგებლობს ჩვენს ქვეყანაში ამ სერვისით. სადღაც 2% დაახლოებით არის საქართველოს მოქალაქე და სრულიად ლეგიტიმურია თუნდაც იმ 2%-ის კითვა, რომელმაც შეიძლება ვეღარ ისარგებლოს [სუროგაციით]. მაგრამ დამერწმუნეთ, ჩვენ, სახელმწიფო ყველაფერს ვიზამთ - ასე კონკრეტიკაში ნუ შემიყვანთ — რომ როდესაც დედობას და მშობლობის უფლებას ეხება საქმე, ჩვენს მოქალაქეებს მაქსიმალური მხარდაჭერა გამოვუცხადოთ ყველანაირი გზით.

მაგრამ როდესაც ასეთ რისკებზე გვაქვს საუბარი და როდესაც ეხლა ციფრები მოგიყვანეთ - 98 პროცენტის 2-თან შედარება, დამერწმუნეთ, ჩვენ ის საზოგადოება ვართ, ის ქვეყანა ვართ, იმ მენტალობის ქვეყანა ვართ, იმ რწმენის ქვეყანა ვართ და იმ შეხედულების ქვეყანა ვართ, რომ ის 2%-იც თუ პროცენტნახევარიც ძალიან გაგებით მოეკიდება იმ ძალიან დიდ რისკებს, რომელი რისკებიც ჩვენ აქ ჩამოვთვალეთ," - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

ირაკლი კირცხალია სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. ირაკლი კირცხალია„ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ“
  2. ირაკლი კირცხალია„სამწუხაროდ, ევროკავშირის დღევანდელი ბიუროკრატია და პოლიტიკური ელიტები საბჭოთა მიდგომებს აჯობებენ თავიანთი მიდგომებით წევრი თუ კანდიდატი ქვეყნების მიმართ“
  3. ირაკლი კირცხალია„ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს“
  4. ირაკლი კირცხალია„ამორალურია თითოეული განცხადება ე.წ. ოპოზიციის მხრიდან, რომელიც ტრაგედიებს პოლიტიკური დღის წესრიგის შესაქმნელად იყენებს“