განცხადება · 185 ნახვა
„სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა გვერდმა თარიღის მითითების გარეშე გამოაქვეყნა ბათუმში მომხდარი ტრაგედიის ძველი ვიდეო, რათა ხალხი შეცდომაში შეეყვანათ, სინამდვილეში, ეს მშიშარა და ფარისეველი თორნიკე რაზმაძის ჯიბის გვერდია - აქ იდება ყველაფერი, რის თქმასაც პირად პროფილზე ვერ ბედავს“
პროდიუსერი შაკო ჩაჩანიძე, ფეისბუქ-გვერდ “პირველი ამბების” შესახებ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ აღნიშნულმა გვერდმა პროვოკაციულად გაავრცელა ბათუმში მომხდარი ტრაგედიის ძველი ვიდეო, რათა ხალხი შეცდომაში შეეყვანა.
მისი ინფორმაციით, “პირველი ამბები” ოპოზიციონერ აქტივისტ თორნიკე რაზმაძეს ეკუთვნის, რომელიც აღნიშნულ გვერდზე დებს ყველაფერს, რის გამოქვეყნებასაც პირად პროფილზე ვერ ბედავს.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
,,სოციალურ ქსელში მორიგი ბინძური პროვოკაცია ვიხილეთ - ერთ-ერთმა ფეიჯმა, რომელიც თავს „ნიუსების“ გამავრცელებლად ასაღებს, თარიღის მითითების გარეშე გამოაქვეყნა ბათუმში მომხდარი ტრაგედიის ძველი ვიდეო, რათა ხალხი შეცდომაში შეეყვანათ და მათ ემოციებზე ეთამაშათ.
სინამდვილეში, ეს ფეიჯი მშიშარა და ფარისეველი თორნიკე რაზმაძის ჯიბის გვერდია - სწორედ აქ იდება ყველაფერი, რის თქმასაც პირად პროფილზე ვერ ბედავს და ასე კულისებიდან იმალება.
ტრაგედიით ვაჭრობა და სიცრუით მანიპულირება ამორალურია! ნუ ენდობით ამაზრზენ, უპრინციპო სუბიექტებს, რომლებიც სხვისი უბედურებით სპეკულირებენ!” - წერს შაკო ჩაჩანიძე Facebook-ზე.

შაკო ჩაჩანიძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- შაკო ჩაჩანიძე„დღეს, ღიად გეი ნიკა გვარამიას დაანონსებულ აქციაზე ვინც მივა წინასწარ უნდა იცოდეს, რომ მონაწილეობს გეი პარადში და სწორედ ეს არის საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის პოზიცია!!!“
- შაკო ჩაჩანიძე„მსგავსი ინიციალების მქონე პატიმარი ლაითურის ციხეში საერთოდ არ იმყოფება. ეს იმ ცრუ კამპანიის გაგრძელებაა, რომელიც დავითაძის ოჯახმა წამოიწყო – იმედია, სახელმწიფო მკაცრად აგებინებს პასუხს ვლადიმერ მენაბდესა და „გურიის მოამბეს“ ამ ცრუ ინფორმაციის გავრცელების გამო!“
- შაკო ჩაჩანიძე„ნაცებმა, „იმედზე“ ახალი ფორმატის დებატების შინაარსს რომ ვერაფერი დაუწუნეს, განათლების „ექსპერტმა“ სიკო ჯანაშიამ მინისტრს მომაკვდინებელი ბრალდება წარუდგინა – აქაოდა სიტყვა „მაქსიმალური“ ბევრჯერ თქვაო“
- შაკო ჩაჩანიძე„დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებს მედიკამენტები დაუფინანსდებათ და ამ ნიუსზე რა კომენტარებს წერენ ნაცები- ეს კიდევ ერთი დასტურია, რომ ამ უსისხლო ოპოზიციას სინდისი საერთოდ არ გააჩნია და კარგი არაფერი უხარიათ“
