ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ სოზარ სუბარი„დაკორექტირებულ ბიუჯეტის პროექტში კვლავ არ არის გათვალისწინებული ვეტერანების დახმარების გაზრდის საკითხი, სასურველია ამ საკითხს კიდევ ერთხელ მივუბრუნდეთ“ დღეს 36 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი2°C
  • ბათუმი8°C
  • ქუთაისი5°C
  • რუსთავი4°C
  • ზუგდიდი5°C
  • თელავი1°C
  • გორი2°C
  • ახალციხე0°C
  • ოზურგეთი7°C
  • ამბროლაური−3°C
  • მესტია−10°C
  • ფოთი9°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 12 ნოემბერი
  • USD2.5933−0.0003
  • EUR2.8895−0.0216
  • GBP3.4551−0.0284
  • TRY0.0516
  • 100 RUB3.1299−0.0009
  • AZN1.5257+0.0001
  • 1000 AMD7.1944−0.0005
  • 10 UAH0.5718+0.0024
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ11 ᲘᲐᲜᲕᲐᲠᲘ13:34
ედიშერ გვენეტაძე

განცხადება · 103 ნახვა

„უსამშობლო მოღალატეები დაუფარავად ნატრობენ საქართველოში ირანის მოვლენებს. საქვეყნოდ გაცხადებულ უცხოეთის მიერ დაქირავებულ ავაზაკებს სულმოუთქმელად სურთ საქართველოს და მისი მოსახლეობის აღგვა პირისაგან მიწისა“

აქაური უსამშობლო მოღალატეები დაუფარავად ღნავიან და ნატრობენ საქართველოში ირანის მოვლენებს.გაიხსენეთ ჯერ იყო და ნატრობდნენ: მაედანს, შემდეგ სირიას, შემდეგ ყაზახეთს, შემდეგ უკრაინას, შემდეგ ნეპალს, ახლა კიდევ ვენესუელას და ირანს. ამას 24 საათის განმავლობაში აკეთებენ ქვეყნის მტრების მიერ დაფინანსებული ე.წ. ოპოტელევიზიებისა და ქუჩაში მობოდიალე ე.წ. აკაცუკების მეშვეობით- წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ღალატი და სამშობლოს მტრობა ადამიანის სულის ისეთივე თანამგზავრია, როგორც სიკეთე და სამშობლოს სიყვარული.

„გამოდის ამ აკაცუკებად წოდებულ სუბიექტებს ანუ საქვეყნოდ გაცხადებულ უცხოეთის მიერ დაქირავებულ ავაზაკებს, ერის, ბერის, მრევლის მოძულეებს სულმოუთქმელად სურთ ჩვენი ბავშვების, ქალების, მოხუცების, უმწეოების ხოცვა-ჟლეტა, საქართველოს და მისი მოსახლეობის საბოლოოდ აღგვა პირისაგან მიწისა. ასე რომ არ იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში როგორ შეიძლება ნორმალურად მოაზროვნე, ქვეყნის მოქალაქე, ადამიანი პირდაპირი ეთერებით ითხოვდეს სულ მცირე ქვეყნის უკრაინიზაციასა, ვენესუელიზაციას, ირანიზაციას… ხომ წარმოგიდგენიათ ომის წინ რამდენი ასეთი აკაცუკი ჰყავდა მოწინააღმდეგედ გორელი მეჩექმის ბიჭს. ჰიტლერის თავდასხმისთვის დროს ისინი ისე რომ დაეტოვებინა, როგორც ჩვენთან არიან აგერ 13 წელია, რას დამართებდნენ მის საპატრონოდ ჩაბარებულ ქვეყანას? მიუხედავად უმკაცრესი ღონისძიებისა ვლასოვმა და არა მარტო მან მთელი არმია და დივიზიონი ჩააბარეს ალიოზოვიჩს… ამათ გასაქანი და საშუალება რომ მისცე, მათთვის მიუღებელ საქართველოში მცხოვრებ თითოეულ ადამიანს სათითაოდ წამებით ამოაძრობენ სულს, რასაც აკეთებდნენ კიდევაც 2004-2012 წლებში. ასე, რომ ღალატი და სამშობლოს მტრობა ადამიანის სულის ისეთივე თანამგზავრია, როგორც სიკეთე და სამშობლოს სიყვარული. იმიტომ არის შექმნილი სახელმწიფო, რომ ასეთებს მიუჩინოს ისტორიული ვირის სააბანოეთი, რომელსაც საკუთარი ქმედებებიდან გამომდინარე სრულიად დამსახურებულად იმსახურებენ. P.S. თუ ვცდები ამ პერსონალიებს შეფასებაში, რომლებიც დაუფარავად დღისით-მზისით, ღამით, ყოველ წუთსა და წამს აჟიტირებულნი, აღტკინებულნი მოუწოდებენ, ითხოვენ, ელოდებიან ქვეყანაში სისხლისღვრას. სახელმწიფოს მიერ შემოწმებული იქნან შერაცხადობაზე და შესაბამისად ვუმკურნალოთ. ქუტირში(ხონი) ფსიქიატრიულ საავადმყოფოდან ადგილები ბლოკადას კორპუსების მისამატებლად“- წერს გვენეტაძე.

ედიშერ გვენეტაძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. ედიშერ გვენეტაძე„რეგიონით დაინტერესებულ გარკვეულ ძალებს, საკუთარი გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური მიზნებიდან გამომდინარე, არ სურთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. სწორედ ამიტომ იყენებენ მათივე დაფინანსებულ ადგილობრივ მეხუთე კოლონას და უკვე აშკარად აჟღერებინებენ გზავნილს – „საქართველო აფხაზეთის გარეშე““
  2. ედიშერ გვენეტაძე„აშშ-ის უელჩო საელჩო ძველებურად კვლავ მკაფიოდ უჭერს მხარს ე.წ. ოპოზიციის მიერ ქვეყანაში მიმდინარე ლანძღვა-გინების ზღვარგადასულ კამპანიას, როდესაც ტრამპის ადმინისტრაციას დაუნდობელი ბრძოლა აქვს გამოცხადებული ასეთი ქმედებების მიმართ“
  3. ედიშერ გვენეტაძე„სამარცხვინო ფაქტი იქნება სამართალდამცავებისა და ჩვენი საზოგადოების მხრიდან, თუ დააკავეს ის ქართველი კაცები, რომელთაც ქართული კულტურის, ისტორიის, წინაპრების, მწერლობის, ტრადიციების შეურაცხყოფისათვის ვიღაც მიზანმიმართულად დაპროგრამებულ-დაფინანსებულებს მამაპაურად ყბაში მოსდეს“
  4. ედიშერ გვენეტაძე„ხაზარაძემ როგორც კი გაიგო საქართველოს მიერ გაცხადებული ანაკლიის პორტის აგება, გრიგოლ გეგელიას დაავალა საკუთარი გულისნადების საქვეყნოდ გაცხადება – ხაზარაძე-გეგელიას ტანდემი მზადაა, ყოველგვარი ეროვნულის იგნორირების ხარჯზე უზრუნველყოს კომკავშირული ინტერნაციონალიზმი“