განცხადება · 137 ნახვა
ევროკომისიის გაფართოების ანგარიშზე
„რევოლუციისთვის, პარლამენტზე და პრეზიდენტის სასახლეზე შტურმისთვის, მოლოტოვის კოქტეილის სროლაზე დაკავებულებს პოლიტპატიმრებად მოიხსენიებენ- ეს არის მათი ორმაგი სტანდარტი და მათი მიდგომა“
პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ ევროკომისიის გაფართოების ანგარიშს „სამარცხვინო“ უწოდა და აღნიშნა, რომ ანგარიშში ბევრი უზუსტობაა და მიუღებელია, როდესაც მოლოტოვის კოქტეილების სროლაზე დაკავებულ პირებს პოლიტპატიმრებად მოიხსენიებენ.
რაც შეეხება იმ ანგარიშს, რაც წარმოადგინეს ის სამარცხვინო ანგარიში, ბევრი უზუსტობებია ყოველგვარი არგუმენტების გარეშე. რევოლუციისთვის, პარლამენტზე და პრეზიდენტის სასახლეზე შტურმისთვის, მოლოტოვის კოქტეილის სროლაზე დაკავებულებს პოლიტპატიმრებად მოიხსენიებენ. ეს არის ამათი ორმაგი სტანდარტი და მათი მიდგომა,- აღნიშნა მან მედიასთან.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
ზარქუა ასევე, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის „ევრონიუსთან“ ინტერვიუს გამოეხმაურა და ჟურნალისტს ტყუილში დასდო ბრალი, რომ თითქოს ევროკავშირის ოცდაშვიდივე სახელმწიფო საქართველოს მთავრობის წინააღმდეგია. საპასუხოდ ზარქუამ მარტა კოსის განცხადება გაიხსენა, რომელმაც თქვა, რომ „ევროკავშირის სახელმწიფოების უმრავლესობა არ არის თანახმა, ივანიშვილი, კობახიძე და პაპუაშვილი დასანქცირდნენ“
„მინდა გამოვეხმაურო ასევე ჩვენი პრემიერის ღირსეულ პასუხებს იმ დისკუსიაზე, სადაც ანგაჟირებული ჟურნალისტი დაუსვეს, არაკომპეტენტური, ჩანდა კიდეც, ისე გადადიოდა სხვადასხვა თემებზე, პასუხები არ ჰქონდა, რომ იქ გაეგრძელებინა დისკუსია და მინდა პრემიერს მადლობა ვუთხრა იმ აკადემიური და არგუმენტიანი პასუხებისთვის. მან [ჟურნალისტმა] მოიტყუა და თქვა, რომ 27-ვე სახელმწიფო არის თქვენს წინააღმდეგო. დღეს რა განცხადება გააკეთა მარტა კოსმა, როცა ჰკითხეს, რატომ არ ასანქცირებთო ლიდერებს?! - არიან სახელმწიფოები, რომლებიც უარს ამბობენ და კიდევ ერთხელ მე მინდა იმ სახელმწიფოებს მადლობა ვუთხრა, რომლებიც გონივრულად უდგებიან, აანალიზებენ, რომ საქართველოს უბრალოდ ჩაგრავენ და აქ უნდათ, რომ რევოლუციის შემდეგ აგენტურა დასვან და შემდეგ ის გააკეთებინონ, რაც უკრაინაში ხდება. ომის პოლიგონად აქციეს და მეტი არაფერი. თვითონ რუსეთს სანქციებს უხსნიან. ამერიკის შეერთებული შტატები უკვე ნავთობპროდუქტებით ვაჭრობს და საქართველო უნდა შეეწიროს, მეორე ფრონტი უნდა გახსნილიყო. ეს იყო მათი ამოცანა, არ დავუჯერეთ და გავიმარჯვეთ იმიტომ, რომ მართლები ვართ და ამაში გვენდო ჩვენი ქართველი ხალხი. ხოლო ბატონ ჰერჩინსკის მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, პასუხი გასცეს ჟურნალისტების კითხვებს, იმ კითხვებს, რაც გვაწუხებს და მერე ვიმსჯელებთ მის შესახებ,“- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
ცნობისთვის, გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა განაცხადა, რომ ევროკავშირის სახელმწიფოების უმრავლესობა არ არის თანახმა, ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე და შალვა პაპუაშვილი დასანქცირდნენ.
ირაკლი ზარქუა სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- ირაკლი ზარქუა„დღეს რა პროცესებიც მიმდინარეობს ევროკავშირის დიდ სახელმწიფოებში, არასწორი, უსამართლო და ორმაგი სტანდარტის პოლიტიკის შედეგია. მოგვიწოდებდნენ, რომ ფრონტის ხაზები გაგვეხსნა რუსეთთან, სანქციები დაგვეწესებინა, კიდევ კარგი, რომ არ დავუჯერეთ“
- ირაკლი ზარქუა„ბატონო ჰერჩინსკი, ვინ გაიძულებთ, რომ ასე „ლუზერად“ გამოიყურებოდეთ? იმის ნაცვლად, რომ ეს უძველესი ცივილიზაციის სახელმწიფო, ჩვენი კულტურით, ისტორიით, წარსულით, ევროკავშირთან დაგეახლოებინათ, ყველაფერი გააკეთეთ, რომ ჩვენს შორის უფსკრული ყოფილიყო“
- ირაკლი ზარქუა„ბიძინა ივანიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, როდესაც სახელმწიფოს ბიუჯეტს ელემენტარული რესურსებიც კი არ ჰქონდა, პირადი სახსრებით აფინანსებდა ქართულ ჯარს, პოლიციას, პედაგოგებსა და ათიათასობით საჯარო მოხელეს“
- ირაკლი ზარქუა„ევროკომისიის კვლევა ადასტურებს ევროპული ბიუროკრატიის მტრულ განწყობებს ჩვენი ქვეყნის მიმართ, რომელსაც იოტისოდენა საფუძველიც კი არ აქვს“
