ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაზე„თავადაც ამბობენ, რომ კომერციული სუროგაცია პრობლემაა, ამდენი ხანი ჩუმად რატომ იყვნენ? ოპოზიცია ხარ, პირველ რიგში შენ უნდა წამომაძახო, რომ რაღაც ცუდი ხდება, რატომ არ აკეთებ? პატრიარქს რომ დავუჯერეთ, მაშინ გახდა ეს სამსჯელო - მათ ფარისევლობას ადამიანები არ დაიჯერებენ“ დღეს 9 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი10°C
  • ბათუმი12°C
  • ქუთაისი11°C
  • რუსთავი12°C
  • ზუგდიდი10°C
  • თელავი10°C
  • გორი11°C
  • ახალციხე10°C
  • ოზურგეთი12°C
  • ამბროლაური6°C
  • მესტია3°C
  • ფოთი12°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 25 ნოემბერი
  • USD2.5922−0.0004
  • EUR2.8343−0.0080
  • GBP3.3867−0.0101
  • TRY0.0512−0.0001
  • 100 RUB3.1561+0.0019
  • AZN1.5244+0.0002
  • 1000 AMD7.1906+0.0035
  • 10 UAH0.5714−0.0048
ᲣᲪᲮᲝᲣᲠᲘ ᲛᲔᲓᲘᲐ15 ᲘᲐᲜᲕᲐᲠᲘ10:52
Berliner Zeitung

განცხადება · 136 ნახვა

„ფონ დერ ლაიენს უნდობლობის კიდევ ერთი ვოტუმი ემუქრება“

ურსულა ფონ დერ ლაიენის ხელმძღვანელობით ევროკომისიას ევროპარლამენტში კიდევ ერთი უნდობლობის ვოტუმი ემუქრება.

გერმანული Berliner Zeitung-ის ცნობით, ევროპარლამენტის თავმჯდომარემ რობერტა მეცოლამ ამის შესახებ საპარლამენტო ჯგუფების ლიდერებს უკვე აცნობა.

გამოცემის ინფორმაციით, დებატები და კენჭისყრა მომავალ კვირას სტრასბურგში, საპარლამენტო სესიაზე გაიმართება. ეს ფონ დერ ლაიენისა და მისი გუნდის მიმართ უნდობლობის მეოთხე ვოტუმია უკანასკნელი ექვსი თვის მანძილზე.

ცნობილი ხდება, რომ განაცხადი მემარჯვენე ფრაქციამ „პატრიოტები ევროპისთვის“ წარადგინა, რომელიც ფონ დერ ლაიენსა და მის გუნდს, სხვა საკითხებთან ერთად, ძირითადად სამხრეთ ამერიკის მერკოსურის ქვეყნებთან – ბრაზილიასთან, არგენტინასთან, ურუგვაისთან და პარაგვაისთან – სავაჭრო შეთანხმების გამო აკრიტიკებს. მისი წევრები არიან მარინ ლე პენის „ეროვნული გაერთიანებისა“ (RN) და უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის პარტიის წარმომადგენლები.

გამოცემა აღნიშნავს, რომ დღემდე, ფონ დერ ლაიენის წინააღმდეგ უნდობლობის სამი ვოტუმი ჩავარდა.

პირველი 2025 წლის ზაფხულში რუმინელმა ულტრამემარჯვენე ევროპარლამენტარმა გეორგე პიპერეამ დააინიციირა, რომელიც ევროპელ კონსერვატორებსა და რეფორმატორებს წარმოადგენს. მაშინ ინიციატივას მხარი 75-მა დეპუტატმა დაუჭირა, 360-მა უარი თქვა, ხოლო 18-მა თავი შეიკავა. 2025 წლის ოქტომბერში სტრასბურგში კიდევ ორი კენჭისყრა გაიმართა. მემარჯვენე ჯგუფის, „პატრიოტები ევროპისთვის“ ინიციატივას მხარი დაუჭირა 179-მა ევროპარლამენტარმა, წინააღმდეგი იყო 378. მარცხენა ფრთის მიერ დაყენებულ ვოტუმს 133-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო 383-მა წინააღმდეგ მისცა ხმა.

უნდობლობის ვოტუმის გამოსატანად კენჭისყრის დროს საჭიროა დეპუტატების 2/3 მხარდაჭერა, ანუ მინიმუმ 360 ხმა.

Berliner Zeitung სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. Berliner Zeitung„კორუფციული სკანდალი მაია სანდუს ოჯახის გარშემო – შეუქმნის თუ არა ეს საქმე საფრთხეს მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს?“
  2. Berliner Zeitung„სასუქი სულ უფრო დეფიციტური ხდება – მიმართავს თუ არა გერმანია ისევ რუსეთს?“
  3. Berliner Zeitung„ვენესუელაზე აშშ-ის სამხედრო დარტყმის ფონზე, უკრაინაში იმედგაცრუება სუფევს – უკრაინული საზოგადოება ვარაუდობს, რომ ტრამპმა შესაძლოა რუსეთს უკრაინის კონფლიქტში მნიშვნელოვანი დათმობები შესთავაზოს“