პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: სუფთა ადამიანური თვალსაზრისით, გრენლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი მეცოდება

პარტია “ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა გრენლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვივიან მოცფელდტის განცხადებას და შეხვედრას აშშ-ის ოფიციალურ პირებთან, სადაც უსაფრთხოების საკითხებზე საუბარი მიმდინარეობდა.

“სუფთა ადამიანური თვალსაზრისით, ეს ქალბატონი მეცოდება. აზრი ეკარგება ყველაფერს: სუვერენიტეტს, საერთაშორისო ნორმებსა და სამართალს, მოკავშირეობას და ვალდებულებებს, ისევე როგორც პირად სტატუსს, მინისტრობას, „ძალაუფლებას“ და სიტყვას, რომელსაც მოსახლეობის წინაშე ამბობ. გრენლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი ვივიან მოცფელდტი ამერიკელ ტოპ-ჩინოვნიკებთან კუნძულის უსაფრთხოების საკითხებზე შეხვედრის შემდეგ, პირდაპირ ეთერში ცხარე ცრემლებით ატირდა.

KNR-ის ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან და ვიცე-პრეზიდენტ დი ვენსთან შეხვედრა საათ-ნახევარზე ნაკლებ ხანს გაგრძელდა. საბოლოო ჯამში, ორივე მხარემ ვერ შეძლო აშშ-ის პოზიციის შეცვლა გრენლანდიასთან დაკავშირებით. მოცფელდტმა პირდაპირ ეთერში აღიარა: მისი სამინისტრო ყველაფერს აკეთებდა კუნძულის მაცხოვრებლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად — როგორც ჩანს, მასზე უკვე აღარაფერია დამოკიდებული,”- წერს დავით ქართველიშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა