ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს დღეს 1 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი12°C
  • ბათუმი16°C
  • ქუთაისი17°C
  • რუსთავი14°C
  • ზუგდიდი16°C
  • თელავი11°C
  • გორი12°C
  • ახალციხე10°C
  • ოზურგეთი17°C
  • ამბროლაური12°C
  • მესტია3°C
  • ფოთი17°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 21 ნოემბერი
  • USD2.5926−0.0007
  • EUR2.8423−0.0124
  • GBP3.3968−0.0191
  • TRY0.0513−0.0001
  • 100 RUB3.1542−0.0113
  • AZN1.5242−0.0004
  • 1000 AMD7.1871−0.0065
  • 10 UAH0.5762+0.0014
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ20 ᲘᲐᲜᲕᲐᲠᲘ15:12
ნინო წილოსანი

განცხადება · 93 ნახვა

„გუშინ, სამწუხაროდ, ადამიანების შეწყალებაზე აპელირებით ძალიან მავნებლური პროცესი გაიმართა. რაც ეს ადამიანები დაკავებულები არიან, დაახლოებით 4-5 ჯერ მოახდინა პრეზიდენტმა შეწყალებისაქტი, თუმცა, მათი მხრიდან არცერთხელ გვინახავს მოთხოვნა შეწყალებასთან დაკავშირებით“

გუშინ სამწუხაროდ ადამიანების შეწყალებაზე აპელირებით ძალიან მავნებლური პროცესი გაიმართა. ვიცით, რომ შეწყალება ორმხრივი პროცესია. ერთია ადამიანი, ვინც ითხოვს შეწყალებას და მეორე, პრეზიდენტი, რომელმაც უნდა შეიწყალოს- ამის შესახებ განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა.

როგორც წილოსანმა აღნიშნა, იმ ადამიანების მხრიდან, რომელთა მიმართებითაც გუშინ მედია კამპანია იყო აგორებული, არცერთხელ გაჟღერებულა შეწყალების მოთხოვნა.

„პროცედურულად ვიცით, რომ თავად პატიმრები წერენ განაცხადს შეწყალებასთან დაკავშირებით. თუმცა, იმ ადამიანებთან მიმართებით, ვისი ოჯახის წევრებიც და ვისთან მიმართებითაც დიდი მედია კამპანია იყო აწეული გუშინ ვიცით, რომ მათი მხრიდან არც პირადად მათი, არც მათი ოჯახის წევრების მხრიდან არცერთხელ გაჟღერებულა შეწყალების მოთხოვნა.

რაც ეს ადამიანები დაკავებულები არიან, დაახლოებით 4-5 ჯერ მოახდინა პრეზიდენტმა შეწყალების აქტი, თუმცა, მათი მხრიდან არცერთხელ გვინახავს კამპანიურად აგორებული მოთხოვნა შეწყალებასთან დაკავშირებით. რას შეიძლება უკავშირდებოდეს ეს? – ერთი, რომ მათ საერთოდ გადაეწურათ იმედი, რომ მათი პატრონები როგორღაც დაიხსნიან დამნაშავეებს ციხიდან და მეორე, რომ ეს იყო კარგად დაგეგმილი პროცესი და მედია კამპანია, რომელსაც ადამიანებში უნდა გამოეწვია შეცოდების გრძნობა“- განაცხადა ნინო წილოსანმა.

ნინო წილოსანი სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. ნინო წილოსანი„ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, განვიხილეთ საპარლამენტო ურთიერთობებისა და სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების საკითხები“
  2. ნინო წილოსანი„ტანზანიაში საპარლამენტთაშორისო კავშირის 153-ე ასამბლეა იმართება, სადაც 130-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი, მათ შორის შენთვის „საფეტიშებელი“ ქვეყნებიც ესწრებიან. როგორც ჩანს, უმცირეს შანსსაც ებღაუჭებით, რომ თქვენი უბადრუკი მდგომარეობა რაღაცით მაინც გადაფაროთ“
  3. ნინო წილოსანი„საქართველო-აზერბაიჯანის თანამშრომლობა არის საფუძველი იმისა, რომ შუა დერეფანი გამართულად და აქტიურად მუშაობს“
  4. ნინო წილოსანი„სანამ ომის დაწყების თარიღის შეცვლასთან დაკავშირებით გარე მითითებას მიიღებდნენ, წლების განმავლობაში აგენტურაც ამტკიცებდა, რომ ომი 8 აგვისტოს დაიწყო – ამ თემის ირგვლივ სოროსის ფონდს სპეციალური ვებგვერდიც კი ჰქონდა შექმნილი, რომელსაც გულანთებული „ნჯოშნიკები“, აპიარებდნენ“