ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ საქართველოს პროკურატურა, ირაკლი ღარიბაშვილის უფლებების შესაძლო დარღვევის ფაქტზე გამოძიების დაწყების მოთხოვნის შესახებ, განცხადებას ავრცელებს. დღეს 0 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი4°C
  • ბათუმი8°C
  • ქუთაისი7°C
  • რუსთავი5°C
  • ზუგდიდი5°C
  • თელავი2°C
  • გორი5°C
  • ახალციხე1°C
  • ოზურგეთი8°C
  • ამბროლაური−1°C
  • მესტია−10°C
  • ფოთი10°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 17 ნოემბერი
  • USD2.5931−0.0003
  • EUR2.8547−0.0102
  • GBP3.4208−0.0079
  • TRY0.0515
  • 100 RUB3.1399−0.0141
  • AZN1.5254−0.0004
  • 1000 AMD7.1935−0.0012
  • 10 UAH0.5703−0.0005
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ22 ᲘᲐᲜᲕᲐᲠᲘ21:25
დავით ჩიხელიძე

განცხადება · 126 ნახვა

პრემიერის ინიციატივაზე

„საჯარო დისკუსიის აღდგენა ნიშნავს პოლიტიკის დაბრუნებას ჩარჩოებში, სადაც მთავარი ღირებულება არგუმენტია და არა აგრესია. ეს ინიციატივა ხელს უწყობს არა მხოლოდ პოლიტიკური კულტურის ამაღლებას, არამედ მედიის გაჯანსაღებასაც“

პრემიერ-მინისტრის ინიციატივა, საჯარო დისკუსიისა და დებატების დაბრუნების შესახებ, წარმოადგენს დემოკრატიული პროცესის გაჯანსაღებისკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს. ფუნქციონირებადი დემოკრატია ვერ იარსებებს მაშინ, როცა საზოგადოებას არ აქვს შესაძლებლობა, მოისმინოს განსხვავებული პოლიტიკური ხედვები, შეადაროს არგუმენტები და გადაწყვეტილება ემოციის ნაცვლად, გააზრებული ანალიზის საფუძველზე მიიღოს – წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, საჯარო დისკუსიის აღდგენა ნიშნავს პოლიტიკის დაბრუნებას ჩარჩოებში, სადაც მთავარი ღირებულება არგუმენტია და არა აგრესია.

მისივე თქმით, ეს ინიციატივა ხელს უწყობს არა მხოლოდ პოლიტიკური კულტურის ამაღლებას, არამედ მედიის გაჯანსაღებასაც.

„პრემიერ-მინისტრის ინიციატივა, საჯარო დისკუსიისა და დებატების დაბრუნების შესახებ, წარმოადგენს დემოკრატიული პროცესის გაჯანსაღებისკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს. ფუნქციონირებადი დემოკრატია ვერ იარსებებს მაშინ, როცა საზოგადოებას არ აქვს შესაძლებლობა, მოისმინოს განსხვავებული პოლიტიკური ხედვები, შეადაროს არგუმენტები და გადაწყვეტილება ემოციის ნაცვლად, გააზრებული ანალიზის საფუძველზე მიიღოს. ბოლო წლების განმავლობაში, დასავლურ პოლიტიკურ სივრცეში, აშკარად შეიმჩნევა ტენდენცია, საჯარო სივრცე თანდათან იცლება შინაარსიანი განხილვისგან და იცვლება რადიკალიზაციით, იარლიყებითა და ხმაურით. ამ პირობებში საზოგადოება კარგავს სრულფასოვანი ინფორმირების შესაძლებლობას. საჯარო დისკუსიის აღდგენა ნიშნავს პოლიტიკის დაბრუნებას ჩარჩოებში, სადაც მთავარი ღირებულება არგუმენტია და არა აგრესია. ეს ასეთ პირობებში მოქალაქე იღებს უფრო სრულ სურათს – ხედავს არა მხოლოდ კრიტიკას, არამედ ალტერნატივებსაც.“ – წერს ჩიხელიძე

დავით ჩიხელიძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. დავით ჩიხელიძე„ეკონომიკაზე მსჯელობა, მხოლოდ ტერმინების დაზეპირება არ არის, აუცილებელია შინაარსის ცოდნა, თუ რა ფუნქციები აქვს ქვეყნის მთავარ მონეტარულ ინსტიტუტს, მაგრამ ზურა გირჩი ჯაფარიძე აკაცუკების იმ ჯგუფს ეკუთვნის, რომლისთვის შინაარსში შესვლა აკრძალულია“
  2. დავით ჩიხელიძე„არ ვიცი, როდის ან რატომ აირჩია მეუფე იობმა ქვეყნის მტრების მხარეს დგომა, მაგრამ ფაქტია, რომ მისი ქადაგება სწორედ მტრის წისქვილზე ასხამს წყალს და ქვეყნის ინტერესებს აზიანებს“
  3. დავით ჩიხელიძე„ჩინეთის დელეგაციის ისტორიულ ვიზიტზე ოპოზიცია და ოპოზიციური მედიის დიდი ნაწილი დუმილს ამჯობინებს, რითაც ვიზიტის წონის დაკნინება სურთ, მაგრამ რეალურად მათ ბოროტ ბუნებას აჩვენებს, რადგან ოპოზიციას რომ საქართველოს წინსვლა და საერთაშორისო პოზიციების გაძლიერება უხაროდეთ, ვიზიტის მნიშვნელობას სათანადოდ შეაფასებდნენ“
  4. დავით ჩიხელიძე„ქართველი აკაცუკის გარდა, ყველას ჰყოფნის გონიერება, დაინახოს ომის რეალური ფასი და ის დამანგრეველი შედეგები, რაც მას მოაქვს. მხოლოდ ქართველ აკაცუკებს აქვთ ომის სურვილი და ამის დასტურია მათი არაერთხელ ნათქვამი სიტყვები: „დიახ, ომი გვინდა!““