დარწმუნებული ვარ, მოიძებნება ის ოქროს შუალედი, რომელიც არც ბიზნეს სექტორს დააზარალებს და, ბუნებრივია, ამ ოქროს შუალედის მოძებნით და ამ დაბალანსებული პოლიტიკით, მოხდება ფასების რეგულაცია ისეთ ნიშნულზე, რომ ასეთი კატასტროფული ფასნამატი არ არსებობდეს- განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი სოსიაშვილმა.
„ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრს ეკუთვნის. მოგეხსენებათმ, მან შექმნა სამთავრობო კომისია და ძალიან მალე საპარლამენტო ჯგუფიც ჩამოყალიბდება და ქვეყნის ეკონომიკური ზრდის კვალდაკვალ ეს უნდა აისახოს თითოეული მოქალაქის სამომხმარებლო კალათაზე, თითოეული მოქალაქის ჯიბეზე, ჩვენს ოჯახებზე. დარწმუნებული ვარ, მოიძებნება ის ოქროს შუალედი, რომელიც არც ბიზნეს სექტორს დააზარალებს და, ბუნებრივია, ამ ოქროს შუალედის მოძებნით და ამ დაბალანსებული პოლიტიკით, მოხდება ფასების რეგულაცია ისეთ ნიშნულზე, რომ ასეთი კატასტროფული ფასნამატი არ არსებობდეს და მოსახლეობას ეკონომიკური კეთილდღეობა და ეკონომიკური მზარდი ტენდენციები დაეტყოს ყოველდღიურად“-განაცხადა სოსიაშვილმა.











