პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი ენმ-ზე: ეს ადამიანები საერთოდ არ ინანიებენ ჩადენილ დანაშაულებს. წარმოიდგინეთ, მათ რომ ჩაუვარდეთ ძალაუფლება ხელში, იმაზე უარესს შემოგვთავაზებენ, ვიდრე დაატრიალეს 9 წლის განმავლობაში

მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომელმაც სოციალურ ქსელში საკუთარ უდანაშაულობაზე ისაუბრა და ჩამონათვალში პირველ პუნქტად 2006 წელს კორტების სპეცოპერაციის დროს სასტიკად მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილი ახსენა, მმართველ გუნდში გამოხმაურება მოჰყვა.

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის წარმომადგენლები საკუთარ დანაშაულებს არ ინანიებენ.  

“ცოტა ხნის წინ, ბაჩო ახალაიას ინტერვიუც გამოქვეყნდა, რომ ეს ადამიანები საერთოდ არ ინანიებენ იმ დანაშაულებს, რომელიც აქვთ ჩადენილი. წარმოიდგინეთ, მათ რომ ჩაუვარდეთ ძალაუფლება ხელში, იმაზე უარესს შემოგვთავაზებენ, ვიდრე დაატრიალეს 9 წლის განმავლობაში. ბატონი სააკაშვილი ერთის მხრივ, საუბრობს ვაზაგაშვილზე და ვაზაგაშვილთან ერთად, სხვა ახალგაზრდებიც ისხდნენ იმ მანქანაში, როდესაც დემონსტრაციულად ქუჩაში დაცხრილეს მანქანა. თუ ისინი დამნაშავეები იყვნენ, რატომ არ დაიჭირეს? ვინ მისცა უფლება, რომ ქუჩაში დღისით, მზისით ჩაეცხრილათ ახალგაზრდები? არ საუბრობს იმ ასობით ახალგაზრდაზე, ვინც ასევე ქუჩაში იქნა დახოცილი, არ საუბრობს, თუ რა ხდებოდა ციხეში, როდესაც იქ სისტემური წამება-გაუპატიურება იყო და სტრასბურგის სასამართლომ მიანიჭა მას კვალიფიკაცია, რომ ეს დანაშაული იყო სისტემური და სისტემატური. რა ნამუსით ახსენებს საერთოდ ბატონ მოლაშვილს, ნამუსი ნამდვილად არ გააჩნია მიხეილ სააკაშვილს. ადამიანი როგორი წამების ქვეშ იყო და როგორი ნაწამები გამოვიდა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან და სწორედ ეს წამება იყო მისი გარდაცვალების მიზეზი,” – აცხადებს ლევან მაჭავარიანი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: განსაკუთრებით ირონიულია, როცა ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებას ნიკა გვარამია აკრიტიკებს. ადამიანი, რომელიც მედიამენეჯერის პოზიციაზე 80 ათას ლარზე მეტ ხელფასს იღებდა, მაშინ, როცა ჟურნალისტებს კაპიკებს უხდიდა – ქველმოქმედების გაუფასურება ადვილია, როცა თავად არ გესმის, რას ნიშნავს საკუთარი ფულით ქვეყნისთვის და მომავალი თაობებისთვის რაიმეს გაკეთება 

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: ბიძინა ივანიშვილის დადანაშაულება ბიუჯეტის ხარჯზე გამდიდრებაში უბრალოდ უკიდურესი უტიფრობაა და კიდევ ერთხელ ამხელს კოლექტიური ,,ნიკა გვარამიების” პოლიტიკურ და ადამიანურ სიბეცეს

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: სხვა ვინ უნდა ამოერჩიეთ სამიზნედ, თუ არა ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ნიკა გვარამიას თქმით, თურმე მოგებას ნახულობდა, როდესაც ხელფასებს უხდიდა და აღჭურვილობას ყიდულობდა იმათთვის, ვისაც მაშინ სახელმწიფო ვერ წვდებოდა

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.