პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე მაგდა მამუკაშვილზე: ტრაგედიაზე სპეკულაცია არის მორალური ფსკერი. საკუთარი ამბიციების დაკმაყოფილების მახინჯი მცდელობა

x

არსებობს ზღვარი, რომელსაც არ შეიძლება ადამიანი კვეთდეს. ეს ზღვარი სიცოცხლეს ეხება. როცა ტრაგედია ხდება, როცა ადამიანები იღუპებიან, იქ პოლიტიკური ქულების წერა უნდა დამთავრდეს – ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში ექსპერტი დავით ჩიხელიძე, აქტივისტ მაგდა მამუკაშვილის „ფეისბუქ“ სტატუსს.

ექსპერტის შეფასებით, ტრაგედიაზე სპეკულაცია არის მორალური ფსკერი და საკუთარი ამბიციების დაკმაყოფილების მახინჯი მცდელობა.

„არსებობს ზღვარი, რომელსაც არ შეიძლება ადამიანი კვეთდეს. ეს ზღვარი სიცოცხლეს ეხება. როცა ტრაგედია ხდება, როცა ადამიანები იღუპებიან, იქ პოლიტიკური ქულების წერა უნდა დამთავრდეს. სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ საპირისპიროს: ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები სხვების სიკვდილით მანიპულაციასაც არ იშლიან და ტრაგედიას ინსტრუმენტად იყენებენ. ისინი თვითნებურად ინაწილებენ როლებს ხდებიან ერთდროულად „ექსპერტებიც“, „მოსამართლეებიც“, „პროკურორებიც“ და ბოლოს, ყველაზე ცინიკურად, თითქოს ჭირისუფლებიც. ეს უკვე არა აზრის გამოხატვაა, არამედ მორალური კოლაფსი. ტრაგედიაზე სპეკულაცია არის მორალური ფსკერი. საკუთარი ამბიციების დაკმაყოფილების მახინჯი მცდელობა.“ – წერს ჩიხელიძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა