პოლიტიკა

თამარ ჩიბურდანიძე: ევროპა გვთხოვს, მარადიული ღირებულებები დავთმოთ დროებითი კავშირის გამო. ვერ ხვდებიან, რომ ამ პოლიტიკური შტურმით კვლავ ხელისუფლებას აძლიერებენ

ხალხისგან ევროკავშირთან ურთიერთობებსა და საქართველოს მიმართ გაკეთებულ პოლიტიკურ განცხადებებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა პარტია “ხალხის ძალის” წევრი თამარ ჩიბურდანიძე. მისი თქმით, საქართველოს მიმართ ბოლო წლების განმავლობაში მიმდინარე პოლიტიკური ზეწოლა ქვეყანაში ევროკავშირის მხარდაჭერას ამცირებს.

ანალიტიკოსის შეფასებით, მსგავსი განცხადებები საზოგადოებაში საპირისპირო ეფექტს იწვევს და ხელისუფლების მხარდაჭერას აძლიერებს.

„საქართველოზე 4-წლიანი სისტემატიური პოლიტიკური შტურმის ფონზე ევროკავშირი დღითიდღე მხარდამჭერებს კარგავს საქართველოში და კიდევ უფრო ამაგრებს მხარდამჭერებისგან სახელისუფლებო ხაზს. როგორც ჩანს, მათსავე შექმნილი პიარ-ტექნოლოგიებიც ვეღარ შველით. ერთი ნაბიჯიღაა დარჩენილი ქართველი ხალხის უმრავლესობისთვის, რომ ხმამაღლა ამოთქვან ის სიტყვები, რასაც ჯერ კიდევ ანგარიშს უწევენ — აღარ გვინდა ასეთი ევროკავშირი! მე არ მინდა, რომ ერმა ეს სიტყვები თქვას, მაგრამ გვაიძულებენ. ევროპა გვთხოვს, რომ მარადიული ღირებულებები დავთმოთ დროებითი კავშირის გამო. ხვალ რომ ევროკავშირი დაიშალოს, რაც მოსალოდნელია, თავზელაფდასხმულები რას ვეტყვით ხალხს ან შთამომავლობას? თუკი ევროკავშირის წევრობისთვის სხვის ომში უნდა გვეომა, კაცები ქალებად გვექცია, სხვისი ფულით, მათ სასარგებლოდ საკუთარი პოლიტიკა გვემართა, ჩვენი ტაძრები მხოლოდ სამუზეუმე ექსპონატებად გვექცია, მაშინ რაღას ვიღებთ იმ კავშირისგან, რომელიც ყველაფერს გვართმევს და არაფერს გვაძლევს საპირწონედ? სიტყვის თავისუფლება და დემოკრატია ევროპამ კარგა ხანია დაივიწყა, მშვიდობა ომად აქცია, ეკონომიკურ და პოლიტიკურ კრიზისს თავს ვეღარ ართმევს. მათგან მხოლოდ შეურაცხყოფა, მუქარები და ცრუ ბრალდებები მოდის — და ყველაფერი ამის შემდეგ ისევ ჩვენზე წუხან? როგორ მივაწვდინოთ ხმა ბრიუსელს, რომ ვუთხრათ — ნუ შფოთავთ ქართველ ხალხზე, ჩვენ გაცილებით უკეთეს სიტუაციაში ვართ დღეს, ვიდრე თქვენ. არ ყოფილა გადამწყვეტი მხოლოდ ეკონომიკა — ამას უკვე ყველა ხვდება. ეუთოს დადგენილება და ევროპარლამენტის მორიგი რეზოლუცია გუნდრუკია რადიკალური ოპოზიციისთვის, მაგრამ ამაოდ — ვერც ახლა შეძლებენ ნანატრი რევოლუციის მიღებას. რაც უფრო „შორს მიდის“ ევროპა, მით უფრო ღრმა კრიზისში შედიან, საიდანაც გამოსავალი, შესაძლოა, ევროკავშირის დაშლაც კი ვეღარ აღმოჩნდეს,”—განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: მოპასუხის პოზიცია არის კიდევ ერთი უსუსური მცდელობა იმისა, რომ ამ სხდომაზე არ მოხდეს პასუხის გაცემა მთავარ შეკითხვაზე, კერძოდ, 1633 რეზოლუციაზე ხელისმოწერით ნაცმოძრაობამ აღიარა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული თუ ეს დანაშაული არ ჩაუდენია და ქართულ ჯარს დააბრალა ომის დანაშაულები

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: სარჩელში მითითებული პოლიტიკური პარტიები 2019-2025 წლებში უშუალოდ ექვსჯერ შეეცადნენ ხელისუფლების ძალადობრივი მეთოდებით შეცვლას და ამ ქმედებებს ისინი ამ მომენტისთვისაც არ ემიჯნებიან – ტყუილია, რომ პროდასავლური პარტიების აკრძალვას ვითხოვთ

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: გვინდა საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ გვარამიას პარტიის მიერ გაჟღერებული ტყუილების მხოლოდ მცირე მაგალითებზე  – ტყუილია, რომ სარჩელი არ ასაბუთებს პარტიების მიერ ისეთი ქმედებების ჩადენას, რომელიც მისი აკრძალვის საფუძველი შეიძლება გახდეს

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.