პოლიტიკა

შარმანაშვილი ქეთევან ბაკარაძის განცხადებაზე: ეს გახარიას უსახური მიმდევარი რა დღეშია ხედავთ? სინამდვილეში რატომ უბრძანეს ამ ქალბატონს ამ სისულელეების თქმა? იმიტომ, რომ ვამხილე სხვებთან ერთად ის, ლგბტ პროპაგანდას და არასრულწლოვანთა მრუდე იდეებით კვებას რეალურად რადიკალური ოპოზიციის ბევრი წარმომადგენელი უჭერს მხარს

თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი, „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატის, ქეთევან ბაკარაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, რომელიც შარმანაშვილის მისამართით სხვა უსაფუძვლო ბრალდებებთან ერთად, პირველი პრეზიდენტის დამხობის შესახებ ბრალდებასაც მოიცავს.

თენგიზ შარმანაშვილი ქეთევან ბაკარაძეს „გახარიას უსახურ მდევარს“ უწოდებს და აცხადებს, რომ ის ტყუილი ნარატივი, რომ მან და მისმა თანამებრძოლებმა ზვიად გამსახურდია დაამხეს, სწორედ მათი მოგონილია, ვინც ზვიად გამსახურდიას უღალატა.

შარმანაშვილი აცხადებს, რომ ქეთევან ბაკარაძეს მასზე თავდასხმა უბრძანეს, რაც გამოიწვია იმან, რომ თენგიზ შარმანაშვილმა ბაკარაძე და სრულიად ოპოზიცია ამხილა ლგბტ პროპაგანდის მხარდაჭერაში.

„ეს გახარიას უსახური მიმდევარი რა დღეშია ხედავთ ? რა პრეზიდენტის დამხობა ? თბილისის სამხედრო გადატრიალება რომ დაიწყო, პარტიის თავმჯდომარე გია ჭანტურია უშიშროების იზოლატორში იყო, პარტიის მეორე პირი პოლიტიკური მდივანი მამუკა გიორგაძეც უშიშროების იზოლატორში იყო, რაიონული ორგანიზაციის ბევრი ხელმძღვანელიც დაპატიმრებული იყო. დაპატიმრებები გრძელდებოდა და ყველა იქ აღმოჩნდებოდა თანდათან. ეს ტყუილი ნარატივი, რომ ჩვენ დავამხეთ გამსახურდია ისევ იმათი მოგონილია ვინც ზვიადს უღალატა და ან სროლა დაუწყო, ან გაერიდა ამ პროცესებს. ერთნიც და მეორენიც მრგვალი მაგიდიდან იყვნენ. რაც შეეხება ჩორჩანას. მე ვთქვი პირველად ჩორჩანას თაობაზე ? კარგა ხანი საუბრობდნენ ამაზე და მე იმ კომისიის წევრი ვიყავი, რომელმაც შეისწავლა ეს საკითხი. სამწუხაროდ, მძიმე ფაქტი აღმოჩნდა, რომელმაც 1 მილიონი კვადრატული მეტრ ფართობზე საქართველოს ხელისუფლების კონტროლის დაკარგვა გამოიწვია. დანარჩენს გამოძიება და სასამართლო დაადგენს.

სინამდვილეში რატომ უბრძანეს ამ ქალბატონს ამ სისულელეების თქმა ? უბრძანეს იმიტომ, რომ ვამხილე სხვებთან ერთად ის, ლგბტ პროპაგანდას და არასრულწლოვანთა მრუდე იდეებით კვებას რეალურად რადიკალური ოპოზიციის ბევრი წარმომადგენელი უჭერს მხარს. სხვებთან ერთად ვამხილე, რომ კამიტის გამოყენების ისტორია საქართველოს ღალატის გამოგონილი ისტორიაა. ამ თვალთხარიას, ჩემი ტერმინი არ არის, მეხოტბეს მიტინგების დარბევაზე რომ არ ესაუბრა, მათთვის უკეთესი იქნებოდა, არ არის ეს მათთვის სასარგებლო თემა. ბოლოს, იმ სტიპენდიანტს გადასცეს, რომ ლგბტ პროპაგანდის მხარდამჭერებთან ერთი მესიჯბოქსით, შორს ვერ წავა. ამ ქალბატონზე აღარაფერს ვიტყვი, არც არაფერი ეკითხება. ჰო, კიდევ, ელჩის თანამდებობა პოლიტიკურად ნეიტრალური თანამდებობა რომ არის, მის უვიც თანაპარტიელებს ერთხელ უკვე ავუხსენი პირდაპირ ეთერში. ეს მაშინ დეპუტატი ჯერ არ იყო მგონი. თუ იყო და ვერ გაიგო?“- წერს თენგიზ შარმანაშვილი. ცნობისთვის, „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ქეთევან ბაკარაძემ, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა შემდეგი შინაარსის პოსტი თენგიზ შარმანაშვილთან დაკავშირებით: „ ეს ის კაცია, ჩორჩანას საგუშაგოს ჩადგმას ქვეყნის ღალატს რომ უწოდებს, ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლების ნარატივს სიტყვა-სიტყვით რომ იმეორებს, წინა ხელისუფლებასთან კოჰაბიტაციის დროსაც კი ელჩობის მიღებისთვის ცამდე მადლიერებას რომ გამოხატავდა, პირველი პრეზიდენტის დამხობის საქმეში თავისი ისტორიული წვლილი რომ შეიტანა და დღეს, ლამის ეროვნულ გმირად მოაქვს თავი!“

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: მოპასუხის პოზიცია არის კიდევ ერთი უსუსური მცდელობა იმისა, რომ ამ სხდომაზე არ მოხდეს პასუხის გაცემა მთავარ შეკითხვაზე, კერძოდ, 1633 რეზოლუციაზე ხელისმოწერით ნაცმოძრაობამ აღიარა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული თუ ეს დანაშაული არ ჩაუდენია და ქართულ ჯარს დააბრალა ომის დანაშაულები

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: სარჩელში მითითებული პოლიტიკური პარტიები 2019-2025 წლებში უშუალოდ ექვსჯერ შეეცადნენ ხელისუფლების ძალადობრივი მეთოდებით შეცვლას და ამ ქმედებებს ისინი ამ მომენტისთვისაც არ ემიჯნებიან – ტყუილია, რომ პროდასავლური პარტიების აკრძალვას ვითხოვთ

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: გვინდა საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ გვარამიას პარტიის მიერ გაჟღერებული ტყუილების მხოლოდ მცირე მაგალითებზე  – ტყუილია, რომ სარჩელი არ ასაბუთებს პარტიების მიერ ისეთი ქმედებების ჩადენას, რომელიც მისი აკრძალვის საფუძველი შეიძლება გახდეს

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.