უცხოური მედია

„ჩვენ არ ვიხევთ უკან, ჩვენ ცვლილებები შეგვაქვს“: ტრამპი მინესოტაში დაძაბულობის შემცირებას დაჰპირდა

აშშ-ის პრეზიდენტი აიოვაში მხარდამჭერებს შეხვდა და დაარწმუნა ისინი, რომ მინესოტაში, სადაც საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის (ICE) რეიდებს მასობრივი პროტესტი და ორი მსხვერპლი მოჰყვა, ყველაფერი კარგად მიმდინარეობს.

„მინესოტა ხშირად ფიგურირებს ახალ ამბებში, თუმცა იქ არაფერს ამბობენ დანაშაულის დაბალ დონეზე. ეს იმით აიხსნება, რომ ჩვენ შტატიდან ათასობით დაუნდობელი დამნაშავე გავაძევეთ“, — განუცხადა ტრამპმა Fox News-ის ჟურნალისტს, უილ კეინს.

ამავდროულად, მან პირობა დადო, რომ შეამცირებს ესკალაციის დონეს და შეიტანს გარკვეულ ცვლილებებს. მისი თქმით, სასაზღვრო პატრულის ხელმძღვანელი ბოვინო, რომელიც შტატს ტოვებს, ზედმეტად მკაცრი აღმოჩნდა, ხოლო მინესოტაში გაგზავნილი „სასაზღვრო მეფე“ ჰომანი შესანიშნავად პოულობს საერთო ენას ადგილობრივ ხელისუფლებასთან. ტრამპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არ არის დათმობა ან უკან გადადგმული ნაბიჯი, არამედ მიზანშეწონილი საკადრო გადაადგილებაა.

პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ მინეაპოლისში ფედერალური აგენტების მიერ ჩადენილი ორივე ბოლოდროინდელი მკვლელობა „საშინელი“ იყო. ამასთან, მან მინეაპოლისის გარშემო არსებულ ვნებათაღელვას „ყურადღების გადამტანი მანევრი“ უწოდა, რომელიც მიმართულია შტატში სავარაუდო 19 მილიარდი დოლარის ოდენობის თაღლითობის გამოძიების წინააღმდეგ.

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა