განცხადება · 159 ნახვა
„მათ დაამკვიდრეს ის სიძულვილის და ზიზღის ენა, რომელიც წლებია გადმოედინება სხვადასხვა მათივე მართული მედიიდან. ჩვენ მზად ვართ დებატებისთვის და ყველაზე მთავარია, ყველამ გავიგოთ მისი არსი“
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ პრემიერ-მინისტრის ინიციატივაზე დებატების გახსნის თაობაზე გადაცემაში „იმედი LIVE” ისაუბრა და დებატების არსზე გაამახვილა ყურადღება.
„როდესაც საუბარია დებატებზე, ყველაზე მთავარია გავიგოთ- ზოგადად, ოპონენტები, ვინც იქნებიან დებატებში წარმომადგენლები, ესენი იქნებიან პოლიტიკოსები, სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები, სხვადასხვა დარგის თუ პროფესიის წარმომადგენლები, ექსპერტები, თუ საზოგადოების წევრები, არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია, ყველამ გავიგოთ დებატების არსი, რას ნიშნავს, როგორ არის მოწყობილი და რას ელოდება საზოგადოება, როდესაც უყურებს ორ სხვადასხვა აზრს. აქ მნიშვნელოვანია მედიის როლი. მოდერატორის როლი, ვინ წაიყვანს ამ დებატებს თემატიკის და პროფილის მიხედვით, ამიტომ, რა თქმა უნდა, მზად ვართ და მზად ვართ ჯანსაღი დებატისთვის.“- აღნიშნა კირცხალიამ.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
კირცხალიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა მმართველი გუნდის მზაობა დებატებში მონაწილეობასთან დაკავშირებით და თქვა, რომ მთავარია შინაარსობრივი და რეალური დებატი იყოს.
„მთავარია ვისზე ვსაუბრობთ. დავალება რომ მოდის თავისი ინსტრუქციით, ერთ-ერთი ეს არის- ბრძოლა ჯანსაღ აზრთან. როგორ ებრძვი ჯანსაღ აზრს, როგორ ებრძვი სიმართლეს? – შენივე ზიზღის ენით, რადიკალიზმით, სიბინძურით, ბულინგით პირდაპირი ეთერიდან. შეიძლება სურვილიც არ გაუჩნდეს ადამიანს, რომ მოვიდეს შენთან და მეორე, რომც შეხვიდე ჯანსაღ ოპონირებაში ადამიანთან, როდესაც შედის ასეთი უსამშობლო და აგენტი, რომელსაც მარტივ კითხვას დაუსვამ და ამაზე პასუხს ვერ გაგცემს, იმისთვის რა თქმა უნდა, ყველაზე კარგი ფარია ის ზიზღის და ბულინგის ენა, რომელიც გადმოდიოდა და დღესაც გადმოდის მათი მხრიდან. ჩვენ მზად ვართ, მთავარია არსი გავიგოთ, შინაარსობრივი იყოს და მთავარია, რეალურად იყოს დებატი. და ეს არ იყოს ის დამოკიდებულება, რომელი დამოკიდებულებაც პირდაპირი დავალებით მათ მოკლეს იმიტომ, რომ მათ დაამკვიდრეს ის სიძულვილის და ზიზღის ენა, რომელიც წლებია გადმოედინება სხვადასხვა მათივე მართული მედიიდან“- განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
ირაკლი კირცხალია ოპოზიციაზე სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- ირაკლი კირცხალია ოპოზიციაზე„ეს არის აგენტურა, რომელმაც პარტია დაირქვა“
- ირაკლი კირცხალია ოპოზიციაზე„უნდათ, რომ ჩვენი ქვეყანა ყოველთვის იყოს მოწყვლადი, რადგან მოწყვლადი ქვეყანა ბევრად უფრო ადვილი სამართავია“
- ირაკლი კირცხალია ოპოზიციაზე„აგენტები ერთმანეთს დაერივნენ შემცირებული დაფინანსების გასანაწილებლად, მათივე პატრონებს სცენარებიც კი დაუძველდათ“
- ირაკლი კირცხალია ოპოზიციაზე„ხშირად ვახსენებ სერიალს, სპექტაკლს, მართლა ამას გვთავაზობენ“
