ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ დიმიტრი ხუნდაძე„კანონში ზოგიერთი საკითხი დაზუსტებას მოითხოვს“ დღეს 0 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი7°C
  • ბათუმი12°C
  • ქუთაისი9°C
  • რუსთავი9°C
  • ზუგდიდი9°C
  • თელავი6°C
  • გორი7°C
  • ახალციხე5°C
  • ოზურგეთი10°C
  • ამბროლაური5°C
  • მესტია2°C
  • ფოთი11°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 7 ნოემბერი
  • USD2.5949−0.0006
  • EUR2.8998−0.0147
  • GBP3.4746−0.0189
  • TRY0.0517−0.0002
  • 100 RUB3.1713−0.0114
  • AZN1.5267−0.0003
  • 1000 AMD7.1981−0.0020
  • 10 UAH0.5723+0.0016
ამბავიპოლიტიკა144 ნახვა

კაია კალასი საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებებს ეხმაურება – „ველოდებით, რომ გადავდგამთ ნაბიჯებს მათ წინააღმდეგ, ვინც ამას ახორციელებს“

კაია კალასი საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებებს ეხმაურება – „ველოდებით, რომ გადავდგამთ ნაბიჯებს მათ წინააღმდეგ, ვინც ამას ახორციელებს“

ჩვენ ვართ ადამიანის უფლებების, ფუნდამენტური თავისუფლებების მომხრე. პრესის თავისუფლება ერთ-ერთი მათგანია, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

კალასს კითხვა დაუსვეს: „როგორ შეუძლია ევროკავშირს, მხარი დაუჭიროს საქართველოს მოსახლეობას, მედიას და სამოქალაქო საზოგადოებას იმ ფონზე, როდესაც საქართველოში იღებენ კანონებს არასამთავრობო ორგანიზაციების, ჟურნალისტების, მედიისა და პოლიტიკოსების წინააღმდეგ?“

„ველოდები, რომ ზოგიერთი მინისტრი ასევე წამოჭრის ამ საკითხს. როგორც აქამდე, ჩვენ ვართ ადამიანის უფლებების, ფუნდამენტური თავისუფლებების მომხრე და პრესის თავისუფლება ერთ-ერთი მათგანია. ამიტომ ჩვენ აუცილებლად ველოდებით, რომ გადავდგამთ ნაბიჯებს მათ წინააღმდეგ, ვინც ამას ახორციელებს“, – განაცხადა კაია კალასმა.

ცნობისთვის, უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ საკანონმდებლო ცვლილება მომზადდა. კირცხალიას თქმით„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შედის, წესდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, დასჯადი ხდება გარე ლობიზმი. ასევე საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში და მეწარმე სუბიექტის საჯარო პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებით.