ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ ზაალ ანჯაფარიძე„იობი შეპარვით და მანიპულაციური ფორმით აკნინებს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკას, აცხადებს, რომ “მთავრობამ შესაძლებლობები ამოწურა“- ზოგადად, საკუთარი შესაძლებლობების ამოწურვა იწყება მაშინ, როდესაც ის ვეღარ ასრულებს საკუთარ სოციალურ ვალდებულებებს, კარგავს მოსახლეობის ნდობას, მოშლილია ინსტიტუტები- დამეთანხმებით, არცერთი ნიშანი სახეზე არ გვაქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ იობი ამბიონიდან“ დღეს 0 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი9°C
  • ბათუმი14°C
  • ქუთაისი11°C
  • რუსთავი11°C
  • ზუგდიდი12°C
  • თელავი10°C
  • გორი11°C
  • ახალციხე8°C
  • ოზურგეთი13°C
  • ამბროლაური8°C
  • მესტია6°C
  • ფოთი15°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 14 ნოემბერი
  • USD2.5934−0.0001
  • EUR2.8649−0.0144
  • GBP3.4287−0.0144
  • TRY0.0515−0.0001
  • 100 RUB3.1540+0.0199
  • AZN1.5258−0.0001
  • 1000 AMD7.1947+0.0097
  • 10 UAH0.5708−0.0002
ამბავისაზოგადოება126 ნახვა

თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტები გაერთიანდება

თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტები გაერთიანდება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გაერთიანდება, გაერთიანებული უმაღლესი სასწავლებლების სახელწოდებად თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი დარჩება.

ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, გადაწყვეტილება რექტორებთან წინასწარი კონსულტაციის საფუძველზე იქნა მიღებული.

„უმაღლესი განათლების სისტემაში მნიშვნელოვანი რეფორმის დაწყება ეფუძნება სიღრმისეულ ანალიზს, საერთაშორისო პრაქტიკას და ქვეყნის განვითარების გრძელვადიან ინტერესებს. ბოლო პერიოდში განხორციელდა სახელმწიფო უნივერსიტეტების აკადემიური პროგრამების, კვლევითი მიმართულებებისა და ინფრასტრუქტურის შედარებითი ანალიზი. ამ პროცესისა და რექტორებთან წინასწარი კონსულტაციის საფუძველზე მივიღეთ გადაწყვეტილება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ. ეს იქნება საწინდარი, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გახდეს რეგიონში აკადემიური და სამეცნიერო განვითარების წამყვანი ცენტრი და მნიშვნელოვნად გაიუმჯობესოს საერთაშორისო რეიტინგები“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.

როგორც გივი მიქანაძემ განაცხადა, უნივერსიტეტების გაერთიანების მიზნით, მინისტრის ბრძანებით, შეიქმნება მართვის დროებითი ორგანო – „საბჭო“ და დაინიშნებიან რექტორისა და რექტორის მოადგილეების მოვალეობის შემსრულებლები, რომლებიც რეორგანიზაციის პროცესის წარმართვას უზრუნველყოფენ.

მინისტრის თქმით, უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში დამატებით შეიქმნება წამყვანი პროფესორის აკადემიური თანამდებობა და ამ თანამდებობაზე კონკურსის წესით შერჩეული პირები უზრუნველყოფენ სასწავლო და კვლევითი საქმიანობის სტრატეგიულ ხელმძღვანელობას, ხარისხის ზრდასა და ახალგაზრდა აკადემიური პერსონალის განვითარებას.