ვაშინგტონში ექიმმა საკუთარ სახლში გაჩენილი შავი ობის გამო სროლა მოაწყო

სასწრაფო დახმარების 55 წლის ექიმმა, მეთ ლამბერტმა, სპორტდარბაზში საკუთარი საცხოვრებელი კორპუსის მმართველი ჯეიმს სტიუარტი მოკლა, შემდეგ კი პენტჰაუსის აივნიდან შაშხანით კიდევ ოთხი ადამიანი დაჭრა, — წერს New York Post-ი.
პოლიცია მომხდარის მიზეზად შავი ობის გამო დაწყებულ გაჭიანურებულ კონფლიქტს ასახელებს, რომელიც, ლამბერტის თქმით, მის 1,1 მილიონ დოლარად შეფასებულ ბინაში ფასადის რემონტის შემდეგ გაჩნდა. ის სახლის მესაკუთრეთა ასოციაციას 2024 წლიდან უჩიოდა, სტიუარტს „ფსიქოლოგიურ ომში“ ადანაშაულებდა, თავდასხმამდე რამდენიმე წუთით ადრე კი სოციალურ ქსელ X-ში სოკოს შესახებ საინჟინრო დასკვნა გამოაქვეყნა და მას საკუთარი „მანიფესტი“ უწოდა.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
პოლიცია დარწმუნებულია, რომ ლამბერტმა თავდასხმა წინასწარ დაგეგმა. ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში მან ჟურნალისტს უამბო, რომელ საათზე მიდიოდა მმართველი დარბაზში. სროლის შემდეგ ის თითქმის ერთი საათის განმავლობაში პენტჰაუსში გამაგრდა, იქ ხანძარი გააჩინა, მეზობელს დაურეკა, დანაშაული აღიარა და საბოლოოდ თავი მოიკლა. ოთხივე დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ერთი მათგანი კრიტიკულ მდგომარეობაშია.