ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲐᲮᲚᲐᲮᲐᲜ ვაშინგტონში ექიმმა საკუთარ სახლში გაჩენილი შავი ობის გამო სროლა მოაწყო დღეს 19 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი10°C
  • ბათუმი16°C
  • ქუთაისი13°C
  • რუსთავი12°C
  • ზუგდიდი14°C
  • თელავი10°C
  • გორი11°C
  • ახალციხე8°C
  • ოზურგეთი15°C
  • ამბროლაური8°C
  • მესტია7°C
  • ფოთი17°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 14 ნოემბერი
  • USD2.5934−0.0001
  • EUR2.8649−0.0144
  • GBP3.4287−0.0144
  • TRY0.0515−0.0001
  • 100 RUB3.1540+0.0199
  • AZN1.5258−0.0001
  • 1000 AMD7.1947+0.0097
  • 10 UAH0.5708−0.0002
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ13 ᲜᲝᲔᲛᲑᲔᲠᲘ18:31
არჩილ გორდულაძე

განცხადება · 169 ნახვა

„„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ამბობენ, რომ სააკაშვილი თურმე პარტიაში ერთი რიგითი წევრი იყო და გადაწყვეტილების მიღების უფლებაც კი არ ჰქონია. ამ ყველაფერს რომ მოისმენდა დიქტატორი სააკაშვილი, რა თქმა უნდა, ადგილს ვერ იპოვიდა თავის საკანში, შესაძლებელია, ბეჟაშვილი და წითლიძე პარტიულ ოფისშიც კი აღარ შეუშვას“

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე მიხეილ სააკაშვილის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე გაკეთებულ ფეისბუქ პოსტს გამოეხმარა, რომელმაც აღნიშნა, რომ პროცესს აკლია ზაზა ბიბილაშვილი, ხოლო წითლიძეს და ბეჟაშვილს მიმართავს, რომ თუ არ შეუძლიათ თავის უფრო ჭკვიანური არგუმენტებით დაცვა, გაეშვან დიქტატურის თამაშში მონაწილეობას, ნუ შედიან ყალბ იურიდიულ სქოლასტიკაში და სახლში წავიდნენ.

„ზაზა ბიბილაშვილის ნათქვამი მიხეილ სააკაშვილს მოეწონებოდა, „ავაშენეთ ქვეყანა და დემოკრატიის შუქურა იყო ამ ქვეყანაშიო“. შემდეგ კი „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა წარმომადგენლები გამოვიდნენ და ამბობენ, რომ ისინი ხელისუფლებაში 2004–2012 წლებში საერთოდ არ ყოფილან და მიხეილ სააკაშვილი კი თურმე ნაციონალური მოძრაობის ერთი ჩვეულებრივი, რიგითი წევრი იყო და არავითარი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა და უფლებაც კი არ ჰქონია. ამ ყველაფერს რომ მოისმენდა, დიქტატორი სააკაშვილი, რა თქმა უნდა, ადგილს ვერ იპოვიდა თავის საკანში და შესაბამისი პოსტიც კი დაწერა. ახლა შესაძლებელია, რომ საერთოდ ბატონი ბეჟაშვილი და ქალბატონი წითლიძე პარტიულ ოფისშიც კი აღარ შეუშვას ნაციონალურმა მოძრაობამ და მისმა ბელადმა მიხეილ სააკაშვილმა“,-განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

არჩილ გორდულაძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. არჩილ გორდულაძე„„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა ამომწურავად ისაუბრეს იმაზე, როგორ უჭერდნენ დამხობას მხარს 4 ოქტომბრამდეც და 4 ოქტომბრის შემდეგაც. ახლაც ფიქრობენ, რომ ძალადობრივად უნდა შეიჭრან ადმინისტრაციულ შენობებში“
  2. არჩილ გორდულაძე„ევროპის მასშტაბით ბოლო წლებში დაახლოებით 150 პარტიას აეკრძალა ან შეუჩერდა საქმიანობა - იყვნენ თუ არა ისინიც მსხვერპლები და ხომ არ გრძნობდნენ თავს დაჩაგრულად იმის გამო, რომ მათი არაკონსტიტუციური ქმედებები სამართლებრივად სწორად შეფასდა?“
  3. არჩილ გორდულაძე„ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის უფრო მიზანშეწონილია, ისეთი ოპონენტი გყავდეს, რომელზეც ყველამ ყველაფერი იცის და ჩვენი მხარდაჭერა გაცილებით დიდია, მაგრამ პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან კი არ შემოგვაქვს სარჩელი, არამედ იმ ვალდებულებიდან, რომელსაც კონსტიტუცია გვავალდებულებს“
  4. არჩილ გორდულაძე„საქართველოში სხდომები უკვე მეათე დღეა გრძელდება, ესპანეთის შემთხვევაში სამი პარტია ოთხ დღეში აიკრძალა. ევროპის მასშტაბით 150-მდე პარტიაა აკრძალული, უკრაინაში-22, ანუ, ერთობლივად რომ ხუთზე მეტი პარტია იყოს აკრძალული, ამის პრეცედენტები უკვე არსებობს“