ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲐᲮᲚᲐᲮᲐᲜ ვაშინგტონში ექიმმა საკუთარ სახლში გაჩენილი შავი ობის გამო სროლა მოაწყო დღეს 19 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი10°C
  • ბათუმი16°C
  • ქუთაისი13°C
  • რუსთავი12°C
  • ზუგდიდი14°C
  • თელავი10°C
  • გორი11°C
  • ახალციხე8°C
  • ოზურგეთი15°C
  • ამბროლაური8°C
  • მესტია7°C
  • ფოთი17°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 14 ნოემბერი
  • USD2.5934−0.0001
  • EUR2.8649−0.0144
  • GBP3.4287−0.0144
  • TRY0.0515−0.0001
  • 100 RUB3.1540+0.0199
  • AZN1.5258−0.0001
  • 1000 AMD7.1947+0.0097
  • 10 UAH0.5708−0.0002
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ13 ᲜᲝᲔᲛᲑᲔᲠᲘ18:29
არჩილ გორდულაძე

განცხადება · 145 ნახვა

„„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა ამომწურავად ისაუბრეს იმაზე, როგორ უჭერდნენ დამხობას მხარს 4 ოქტომბრამდეც და 4 ოქტომბრის შემდეგაც. ახლაც ფიქრობენ, რომ ძალადობრივად უნდა შეიჭრან ადმინისტრაციულ შენობებში“

დღეს, ნახევარი დღის განმავლობაში გაკეთებული განცხადებებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აკრძალა ნაციონალური მოძრაობა და დაამტკიცა, რომ ისინი არაკონსტიტუციურები არიან - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც გორდულაძემ აღნიშნა, ანა წითლიძის განცხადება, რომ მოქალაქეებს ადმინისტრაციული ორგანოების დაკავების უფლება აქვთ, ეს არის ზუსტად კონსტიტუციური წესრიგის დამხობა.

მისივე თქმით, ისინი ფიქრობენ, რომ ძალადობრივად უნდა შეიჭრან ადმინისტრაციულ შენობებში და დაიკავონ ისინი, იმიტომ, რომ ეს მათი უფლებაა, მაგრამ მთელი ცივილიზებული სამყარო ამ ყველაფრის წინააღმდეგია და რაც მთავარია, ეს ეწინააღმდეგება ჩვენს კონსტიტუციას.

„შეუძლებელია, რაიმე დავამატოთ „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლების განცხადებებს. დღეს, ნახევარი დღის განმავლობაში გაკეთებული განცხადებებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აკრძალა „ნაციონალური მოძრაობა“ და დაამტკიცა, რომ ისინი არაკონსტიტუციურები არიან. მთელი მათი ნარატივი ზუსტად ამის ტირაჟირებას წარმოადგენდა. მათ შორის, ანა წითლიძე მაღალ ტონალობაში აცხადებდა, რომ მათ აქვთ უფლება, დაიკავონ ადმინისტრაციული ორგანოები. ეს არის ზუსტად კონსტიტუციური წესრიგის დამხობა. ამას ვედავებით ჩვენც და ერთ-ერთმა მოსამართლემ ჩვენ, მოსარჩელე მხარეს გვთხოვა, მიგვეწოდებინა დეტალური ინფორმაცია, თუ რა განცხადებებს აკეთებდნენ ესა თუ ის პარტიები 2025 წლის 4 ოქტომბერთან დაკავშირებით. მგონია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა ამომწურავად ისაუბრეს იმაზე, როგორ უჭერდნენ ისინი დამხობას მხარს 4 ოქტომბრამდეც და 4 ოქტომბრის შემდეგაც. ახლაც ისინი ფიქრობენ, რომ ძალადობრივად უნდა შეიჭრან ადმინისტრაციულ შენობებში და დაიკავონ ისინი, იმიტომ, რომ ეს მათი უფლებაა, მაგრამ მთელი ცივილიზებული სამყარო ამ ყველაფრის წინააღმდეგია და რაც მთავარია, ეს ეწინააღმდეგება ჩვენს კონსტიტუციას.“ - განაცხადა გორდულაძემ.

არჩილ გორდულაძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. არჩილ გორდულაძე„„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ამბობენ, რომ სააკაშვილი თურმე პარტიაში ერთი რიგითი წევრი იყო და გადაწყვეტილების მიღების უფლებაც კი არ ჰქონია. ამ ყველაფერს რომ მოისმენდა დიქტატორი სააკაშვილი, რა თქმა უნდა, ადგილს ვერ იპოვიდა თავის საკანში, შესაძლებელია, ბეჟაშვილი და წითლიძე პარტიულ ოფისშიც კი აღარ შეუშვას“
  2. არჩილ გორდულაძე„ევროპის მასშტაბით ბოლო წლებში დაახლოებით 150 პარტიას აეკრძალა ან შეუჩერდა საქმიანობა - იყვნენ თუ არა ისინიც მსხვერპლები და ხომ არ გრძნობდნენ თავს დაჩაგრულად იმის გამო, რომ მათი არაკონსტიტუციური ქმედებები სამართლებრივად სწორად შეფასდა?“
  3. არჩილ გორდულაძე„ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის უფრო მიზანშეწონილია, ისეთი ოპონენტი გყავდეს, რომელზეც ყველამ ყველაფერი იცის და ჩვენი მხარდაჭერა გაცილებით დიდია, მაგრამ პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან კი არ შემოგვაქვს სარჩელი, არამედ იმ ვალდებულებიდან, რომელსაც კონსტიტუცია გვავალდებულებს“
  4. არჩილ გორდულაძე„საქართველოში სხდომები უკვე მეათე დღეა გრძელდება, ესპანეთის შემთხვევაში სამი პარტია ოთხ დღეში აიკრძალა. ევროპის მასშტაბით 150-მდე პარტიაა აკრძალული, უკრაინაში-22, ანუ, ერთობლივად რომ ხუთზე მეტი პარტია იყოს აკრძალული, ამის პრეცედენტები უკვე არსებობს“