უცხოური მედია

PEOPLE: აშშ-ში ქალებმა „შიშველი კალენდრისთვის“ იპოზიორეს და ქალაქისთვის თოვლსაწმენდი მანქანების საყიდელი ფული შეაგროვეს

ამერიკის შტატ ორეგონის პატარა ქალაქ ლეიკვიუს (Lakeview) სერიოზული ფინანსური კრიზისი შეექმნა — დასახლება გაკოტრების პირას იყო და ზამთრისთვის თოვლის საწმენდი სამუშაოების დაფინანსებასაც კი ვერ ახერხებდა. ორმა ადგილობრივმა ქალბატონმა, მარგო დოდსმა და ჯეს კალვინმა, გამოსავალი მეტად უჩვეულო ფორმით იპოვეს. ინფორმაციას people ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, როდესაც მარგომ გაიგო, რომ ქალაქის ბიუჯეტი გაკოტრებული იყო, ქალაქის საბჭოს შესთავაზა პროექტი “2026 Outback Naked” — კალენდარი, რომლისთვისაც ადგილობრივი მაცხოვრებლები შიშვლები იპოზიორებდნენ.

იდეა თავიდან სკეპტიციზმით მიიღეს, თუმცა ქალაქის საბჭოს წევრმა, ჯეს კალვინმა, მარგოს მხარი დაუჭირა და მათ ერთად 12 მოხალისე იპოვეს.

კალენდარში არა მოდელები, არამედ ჩვეულებრივი, მამაცი მოქალაქეები მოხვდნენ. ფოტოები იუმორით არის გადაღებული — პერსონაჟები სხეულის ინტიმურ ნაწილებს სხვადასხვა საგნებითა და პოზებით “სტრატეგიულად” ფარავენ. თავად მარგო დოდსი კალენდრის გარეკანზეც კი მოხვდა.

“იყო კვირები, როცა ვფიქრობდი, ვიპოვიდით თუ არა 12 მსურველს ორეგონის ამ ძალიან კონსერვატიულ ნაწილში, თუმცა ხალხმა გამაოცა,” — ამბობს მარგო.

ერთი კალენდრის ფასი 25 დოლარია. მოთხოვნა იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ ავტორებს დამატებითი ტირაჟების დაბეჭდვა დასჭირდათ. მთელი შემოსავალი ქალაქში თოვლის დასუფთავების სამუშაოებს მოხმარდება.

წარმატებით შთაგონებული ქალბატონები 2027 წლისთვის უკვე ახალ პროექტს გეგმავენ: “შიშველი კალენდარი რეტრო ავტომობილებით”. მასში მონაწილეობის სურვილი უკვე გამოთქვა 80 და 90 წელს გადაცილებულმა ადგილობრივმა ქალბატონებმა, რომლებიც ფოტოებისთვის ბებიისეული ქუდებისა და ბეწვის მოსასხამების მორგებას აპირებენ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა