მელანია ტრამპის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის კინოეკრანებზე აღარ გამოვა. ფილმის ჩვენება მას შემდეგ გაუქმდა, რაც ქვეყანასა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის დიპლომატიური ურთიერთობები უკიდურესად დაიძაბა.
გადაწყვეტილება ფილმის ამოღების შესახებ პირდაპირ კავშირშია იმ პოლიტიკურ დაპირისპირებასთან, რომელიც სამხრეთ აფრიკასა და ტრამპის ადმინისტრაციას შორის ბოლო პერიოდში განვითარდა. ადგილობრივმა კინოგაქირავებლებმა და კინოთეატრების ქსელებმა ჩათვალეს, რომ არსებულ ვითარებაში ფილმის ჩვენება მიზანშეწონილი არ არის.
Facebook Comments Box











