ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ ნანა კაკაბაძე„გამოძიების კომპეტენცია პროკურატურას გააჩნია და არა ნანა კაკაბაძეს. ეს მაინც უნდა ცოდნოდა გივი თარგამაძეს, რომელიც პირად საკუთრებად ქცეულ ხელისუფლებაში სწორედ ძალოვან ბლოკს კურირებდა, მაგრამ ეს უკანასკნელი, ამ ყოველივეს ისე წარმოაჩენს, თითქოს მე ვიყო ბრალდების წამყენებელიც და განაჩენის გამომტანიც“ დღეს 9 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი7°C
  • ბათუმი14°C
  • ქუთაისი13°C
  • რუსთავი8°C
  • ზუგდიდი11°C
  • თელავი6°C
  • გორი8°C
  • ახალციხე3°C
  • ოზურგეთი11°C
  • ამბროლაური6°C
  • მესტია2°C
  • ფოთი15°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 21 ნოემბერი
  • USD2.5926−0.0007
  • EUR2.8423−0.0124
  • GBP3.3968−0.0191
  • TRY0.0513−0.0001
  • 100 RUB3.1542−0.0113
  • AZN1.5242−0.0004
  • 1000 AMD7.1871−0.0065
  • 10 UAH0.5762+0.0014
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ31 ᲘᲐᲜᲕᲐᲠᲘ10:41
თამარ ჩიბურდანიძე

განცხადება · 174 ნახვა

„საუნივერსიტეტო ბაზა საუკეთესო იარაღია პოლიტიკაში ფულის ჩასადებად — ეს ფული საბოლოოდ სახელმწიფოს პოლიტიკას ურტყამს“

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე აცხადებს, რომ გამჭვირვალობის კანონი უცხო ქვეყნების მხრიდან საქართველოს შიდა პოლიტიკაში ჩარევის აღკვეთის აუცილებელი ეტაპი იყო და განმარტავს, თუ როგორ გამოიყენება საერთაშორისო გრანტები პოლიტიკური იდეოლოგიის გასავრცელებლად, განსაკუთრებით — ახალგაზრდებზე ზემოქმედების გზით.

„რაში იღებენ თანხებს? იმაში, რომ იმუშაონ საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელად. ამ საზოგადოებრივ აზრში კი მთავარი მოქმედი პირი არის ახალგაზრდა, სტუდენტი“, — აღნიშნა ექსპერტმა და განმარტა, რომ ეს პროცესი ირიბი დაფინანსების მექანიზმებით მიმდინარეობს, თუმცა საბოლოოდ მნიშვნელოვან გავლენას ახდენს პოლიტიკაზე.

„საქართველოს შიდა პოლიტიკაში უცხო ქვეყნის წარმომადგენლების ჩარევების აღკვეთის პირველი ეტაპი იყო გამჭვირვალობის კანონის მიღება, რამაც სახელმწიფოს პირველი სერიოზული შედეგი მისცა — შეჩერდა იმ პოლიტიკური ფულის დიდი ნაწილი, რომელიც სხვა ქვეყნის ინტერესებს ემსახურებოდა. ამის შემდეგ იპოვეს სხვა გამოსავალი და ეს პროცესი [უცხო ქვეყნებიდან პოლიტიკის დაფინანსება] ახლაც გრძელდება: საუნივერსიტეტო ბაზა საუკეთესო იარაღია იმისთვის, რომ პოლიტიკაში ფული ჩაიდოს.

მეც ვმუშაობ უნივერსიტეტში, მეცნიერი ვარ და ვიცი, როგორ მუშაობს სამეცნიერო გრანტები. საერთაშორისო სამეცნიერო გრანტი მოდის ნებისმიერი უცხო ქვეყნიდან, სადაც ჩრდილოვანი მმართველები მართავენ პროცესებს. შეიძლება, მათ ჩაგრთონ სამეცნიერო გრანტში და გითხრან: მოგცემ ამ გრანტს, მაგრამ იმუშავე და განახორციელე ჩვენი იდეოლოგია. პირდაპირ პოლიტიკური პარტიისთვის ეს ფული არ არის გამოყოფილი, მაგრამ ირიბად მაინც პოლიტიკაში მიდის. ანუ ისინი ამ გრანტით გაძლევენ შემოსავალს, უზრუნველგყოფენ ფინანსურად, ოღონდ იმ პირობით, რომ შემდეგ ახორციელებ მათ იდეოლოგიას.

პედაგოგებს — იქნება ეს სკოლის თუ უნივერსიტეტის — საზოგადოებაზე გავლენა რომ აქვთ, ეს სახეზეა და ბუნებრივიც არის. სტუდენტების ის ნაწილი, რომელიც დღეს პროტესტის მხარეს დგას, თავიანთი მასწავლებლების იდეოლოგიური გავლენის ქვეშ არიან. მე ბავშვებს შეურაცხყოფას არ ვაყენებ — ამ ბავშვების დიდმა ნაწილმა არ იცის, რა ხდება მსოფლიოში, რა გლობალური პროცესები მიმდინარეობს; მათ არ იციან, რა არის და რა შეიძლება მოიტანოს ძლიერმა აღმოსავლურმა პოლიტიკამ მთელ მსოფლიოში, რა პოზიტიური და ნეგატიური შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამას. კიდევ ერთხელ ვამბობ: დღევანდელი პოლიტიკური პროცესების ანალიზი უჭირთ საერთაშორისო დონის პროფესიონალ პოლიტოლოგებსაც კი, არათუ სტუდენტებს. ეს ფული [საერთაშორისო გრანტები] საბოლოო ჯამში მიდის ახალგაზრდებთან — პირდაპირ თუ ირიბად. შესაძლოა, ახალგაზრდას თანხა პირდაპირ არ მისცენ, მაგრამ იდეოლოგიურად ისინი გადაბირებულები არიან.

რაში იღებენ თანხებს? იმაში, რომ იმუშაონ საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელად. ამ საზოგადოებრივ აზრში კი მთავარი მოქმედი პირი არის ახალგაზრდა, სტუდენტი. ის ფული, რომელიც ასეთ დიდ გზას გადის, რომ პოლიტიკაში შევიდეს, საბოლოო ჯამში სახელმწიფოს პოლიტიკას ურტყამს და ეწინააღმდეგება. აქედან გამომდინარე, გამჭვირვალობის კანონი ძალიან აუცილებელი იყო. მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრი ემიგრანტი დამიკავშირდა. ოპოზიცია კვლავ ავრცელებს დეზინფორმაციას — ისევ ემიგრანტების იმედი აქვთ და ემიგრაციაში პანიკა გააღვივეს, თითქოს ემიგრანტებს აღარ შეეძლებათ საკუთარ ოჯახებში ფულის ჩარიცხვა, რადგან ეს პოლიტიკურ ფულად ჩაითვლება. ყველას ვუხსნი, რომ ეს ტყუილია და ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ოპოზიცია დეზინფორმაციას ავრცელებს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ემიგრანტების მიერ თავიანთ ოჯახებში გადმორიცხულ თანხებს არაფერი ემუქრება“, — განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.

თამარ ჩიბურდანიძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. თამარ ჩიბურდანიძე„ის, რაც გუშინ, Euronews-ის ღონისძიებაზე ვიხილეთ იყო შოუ - ირაკლი კობახიძე იყო სამიზნე, რომელზეც შტურმი ხორციელდებოდა, მაგრამ, პრემიერის მისი პოლიტიკური კულტურიდან გამომდინარე, ევრობიუროკრატებმა მათთვის სასურველი შედეგის ნაცვლად, უკუშედეგი მიიღეს“
  2. თამარ ჩიბურდანიძე„დღეს ევროპა მიგრანტების ტყვეობაშია, ხოლო მათი ქმედებები ისტორიულ შურისძიებას უფრო ჰგავს — მიგრანტები წვავენ ყველაფერს, რაც მათ არ შეუქმნიათ და რაც ღირებულია ევროპისთვის“
  3. თამარ ჩიბურდანიძე„პრემიერის გადაწყვეტილება საპენსიო ზრდაზე არის გაბედული და დასაფასებელი, რადგან საპენსიო ასაკში შევიდა გასული საუკუნის 60-იანელების პიკური შობადობის თაობა“
  4. თამარ ჩიბურდანიძე„ევროპას ევრობიუროკრატია ჩუმი სიკვდილით კლავს – შეიძლება საზოგადოებრივი დაპირისპირება ახალ ისტორიულ ტრაგედიად გადაიქცეს“