ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა გასცა ისეთი იარაღის გამოყენების ბრძანება, რომელიც არ შეიძლება გამოყენებული იყოს მასის კონტროლისთვის და რომელიც ევროპის არცერთ ქვეყანაში არ გამოიყენება დღეს 0 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი4°C
  • ბათუმი9°C
  • ქუთაისი6°C
  • რუსთავი6°C
  • ზუგდიდი6°C
  • თელავი4°C
  • გორი4°C
  • ახალციხე1°C
  • ოზურგეთი7°C
  • ამბროლაური3°C
  • მესტია−12°C
  • ფოთი9°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 7 ნოემბერი
  • USD2.5949−0.0006
  • EUR2.8998−0.0147
  • GBP3.4746−0.0189
  • TRY0.0517−0.0002
  • 100 RUB3.1713−0.0114
  • AZN1.5267−0.0003
  • 1000 AMD7.1981−0.0020
  • 10 UAH0.5723+0.0016
ამბავისაზოგადოება99 ნახვა

ირაკლი კიკვაძე თანამშრომლებს შეხვდა

ირაკლი კიკვაძე თანამშრომლებს შეხვდა

საზოგადოებრივი მაუწყებლის ,,აჭარის ტელევიზიისა და რადიოს” დირექტორი ირაკლი კიკვაძე ოფიციალურად საქმიანობას უკვე შეუდგა. დღეს იგი მაუწყებლის სხვადასხვა სამსახურის ხელმძღვანელს შეხვდა.

შეხვედრა ძირითადად გაცნობითი ხასიათის იყო. ირაკლი კიკვაძე თანამშრომლებს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებმა სოსო სტურუამ და თამილა დოლიძემ წარუდგინეს. ისინი იმ წევრებს შორის იყვნენ, რომლებმაც ირაკლი კიკვაძის კანდიდატურას მხარი დაუჭირეს.

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ახალი დირექტორი 29 იანვარს ღია კონკურსით შეარჩიეს.

ირაკლი კიკვაძე მაუწყებლის ხელმძღვანელობამდე ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო. როგორც ის აცხადებს, აქვს დიდი ხნის გამოცდილება ტელევიზიისა და კინოს მიმართულებით.

შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ “საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს” დირექტორის თანამდებობაზე ღია კონკურსი სამჯერ ჩატარდა.