Uncategorized

ლევან ჟორჟოლიანი: თუ ქვეყანაში მშვიდობაა, სტაბილურობასთან და სანდოობასთან ერთად, ეკონომიკა იზრდება, როცა ინსტიტუციები გამართულად მუშაობენ, შესაძლებლობა გაქვს ინვესტიციები ხალხში, განათლებასა და სხვა სფეროებში ჩადო

თუ ქვეყანას სტაბილურობის შენარჩუნება სურს, აუცილებელია ძლიერი ინსტიტუტების, ძლიერი ანტიკორუფციული პოლიტიკის და ძლიერი საჯარო შესყიდვების სისტემის არსებობა, – განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა 2026 წლის მსოფლიო მთავრობათა სამიტის ფარგლებში გამართულ სამთავრობო გამოცდილების გაზიარების ფორუმზე განაცხადა.

როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, ამით მთელი ქვეყნის მოსახლეობას ექმნება რწმენა, რომ ზრუნავ ერზე და ხალხის კეთილდღეობაზე.

„მაგალითისთვის, მთავრობის ადმინისტრაციაში შექმნილია მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი. მისი მთავარი დანიშნულებაა საჯარო ინტერესის დაცვა ყველა სამინისტროში, საჯარო სამართლის ყველა იურიდიულ პირში (სსიპ), ყველა არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირსა და ყველა სახელმწიფო საწარმოში. მიმდინარე წლის პირველი 6 თვის შედეგებით, მიღებული ფისკალური შედეგი 300 მილიონს შეადგენს. ეს ჩვენი ბიუჯეტისთვის დიდი ფულია. სწორედ ამდენი დავუზოგეთ სახელმწიფო ბიუჯეტს. ჩვენ ასევე უზრუნველვყოფთ ყველა სამინისტროსა და საჯარო უწყების ანგარიშვალდებულებას“, – აღნიშნა ლევან ჟორჟოლიანმა.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ყურადღება გაამახვილა საჯარო შესყიდვებზე.

„ასევე მნიშვნელოვანია საჯარო შესყიდვები, რადგან სახელმწიფო სექტორია ერთ-ერთი უმსხვილესი შემსყიდველი ქვეყანაში. ამიტომ, მთელი სისტემის რეფორმირება განვახორციელეთ და ბაზრის კვლევის ელექტრონული სისტემა დავნერგეთ. ეს ქართული ნოუ-ჰაუ გახლავთ. მას ზუსტი ანალოგი არ გააჩნია ევროკავშირსა და მის კანდიდატ ქვეყნებში. ის მოიცავს ყველა შემსყიდველ ორგანიზაციასა და 59 000 ეკონომიკურ-სამეწარმეო სუბიექტს, რომლებიც მონაწილეობენ ბაზრის კვლევასა და უშუალოდ შესყიდვის პროცედურებში. ამ სისტემის მთავარი მიზანია შესყიდვებში რისკების მინიმიზაცია და მიკერძოების გამორიცხვა.

ამდენად, თუ ქვეყანაში მშვიდობაა, სტაბილურობასთან და სანდოობასთან ერთად, ეკონომიკა იზრდება. როცა ინსტიტუციები გამართულად მუშაობენ, შესაძლებლობა გაქვს, ინვესტიციები ხალხში, განათლებასა და ახალი უნარების შეძენაში, პროფესიულ სწავლებასა და სოციალურ პროგრამებში, ჯანდაცვასა და სხვა სფეროებში ჩადო. სწორედ ამ პრინციპებს ეფუძნება ჩვენი პოლიტიკა“, – განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

გია აბაშიძე ევროკავშირის მიერ რუსული კომპანიის სანქციების სიიდან ამოღებაზე: ასეთი პოლიტიკა პრინციპულობის დემონსტრირება აღარ არის. ეს არის წესების სისტემა, სადაც „სანქცია“ სხვისთვისაა, „გამონაკლისი“ – საკუთარი თავისთვის

პოლიტიკა

გია აბაშიძე: საქართველოს ტრადიციულ საზოგადოებას „ევროპულ ღირებულებებს“ უკითხავს ლგბტ აქტივისტი ევროპარლამენტარი ლუკას შიფერი, ხელისუფლებას ეუბნება: „თქვენ მოკვდებით“ და ევროკრატებს ჰგონიათ, რომ ასეთი გზავნილებითა და პერსონაჟებით ქართველთა გულის მოგებას შეძლებენ?

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.